თეგეტა ჰოლდინგი AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამას შეუერთდა
ფოტო: Tegeta
თეგეტა ჰოლდინგი, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (ამჩამი) და MAC Georgia ახორციელებენ. სასტიპენდიო პროგრამა სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სასურველი პროფესიის დასაუფლებლად საჭირო ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ.
ფოტო: Tegeta
სასტიპენდიო პროგრამა ამერიკის სავაჭრო პალატამ, “მაკლეინის ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, 2023 წელს დაიწყო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის. მიმდინარე წელს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგისა“ და სხვა სპონსორების ფინანსური კონტრიბუციის საშუალებით 61 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას. სტიპენდიატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათი სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.
ფოტო: Tegeta
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "განათლების მხარდაჭერა, მათ შორის ახალგაზრდების გაძლიერება, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ამ მიმართულებით არაერთ სხვადასხვა პროექტსა და პროგრამას ვუჭერთ მხარს. სასტიპენდიო პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მასშტაბიდან გამომდინარე, რადგან ბიზნესებს, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ვერთიანდებით, შესაძლებლობა გვაქვს, უფრო მეტ ახალგაზრდას აღმოვუჩინოთ გრძელვადიანი მხარდაჭერა, ვიდრე ამას თითოეული ჩვენგანი შეძლებდა ცალკე, ინდივიდუალური ძალისხმევით. შესაბამისად, სიამოვნებით შევუერთდით „ამჩამისა“ და „მაკ ჯორჯიას“ სასტიპენდიო პროგრამას, სადაც სხვა თანამოაზრეებთან ერთად ვუჭერთ მხარს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში სურთ პროფესიის შეძენა, მაგრამ თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევთ ამის საშუალებას. განათლების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რამდენადაც შედეგი გრძელვადიანია, გათვლილია ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათთვის დადებითი ცვლილებების მოტანაზე“.
ფოტო: Tegeta
2024-2025 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიატების წარდგენისა და დაჯილდოების ცერემონია „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ პროგრამის ბენეფიციარები, დონორი ორგანიზაციები და ასოციაციის წევრი კომპანიები. ორგანიზაციის წევრი კომპანიების დახმარებით შეგროვდა თანხები იმ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებდნენ. პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში მათ სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და საჭიროების შემთხვევაში განთავსების ხარჯებიც.
ირაკლი ბაიდაშვილი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი: ~განათლების სფერო ამერიკის სავაჭრო პალატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სასტიპენდიო პროგრამა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიასთან“ ერთად სწორედ განათლების სფეროს მხარდასაჭერად შევქმენით. მინდა მადლობა ვუთხრა ინიციატივის დონორ ორგანიზაციებს, მათ არა მხოლოდ თანხები გაიღეს ამ პროექტისთვის, არამედ მხარი დაუჭირეს ამ ახალგაზრდების მისწრაფებას - ისწავლონ, რათა ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკას წარმატებული მომავალი ჰქონდეს“.
ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს არაერთი სხვა მიმართულებითაც ეხმარებიან, რომელთა შორისაა სტაჟირებები, ინგლისური ენის კურსები, მოკლე ტრენინგები და ა.შ.
სტუდენტებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერიც შეხვდა და მათ დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრაზევე დაიგეგმა სტუმრობა „თეგეტას“ ახალ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში გეზის ტერიტორიაზე, სადაც სტუდენტები MAN-ის მიერ A+ სტანდარტით შეფასებულ სერვისცენტრს დაათვალიერებენ და მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები