მამუკა ხაზარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი გახარიას პარტიას მიმართა
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი გახარიას პარტიას მიმართა.
ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პარლამენტის დატოვება/არ დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ახლა პარლამენტში ყოფნა ნამდვილად ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის "რუსულ ხელისუფლებასთან" რუსული საქმის კეთებას.
"26 ოქტომბერს არჩევნების მიტაცებიდან დღემდე ივანიშვილის არალეგიტიმურმა, რუსულმა მთავრობამ ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა. მინდა გაგახსენოთ, თუ რა მოხდა ბოლო 3 თვის განმავლობაში — ანტიკონსტიტუციურად გააჩერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, დაიწყო საპოლიციო ტერორი, რის შედეგადაც მივიღეთ 400-ზე მეტი დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტი და 500 პოლიტიკური პატიმარი, არალეგიტიმური მთავრობის პირველი პირები დასანქცირებული არიან ამერიკისგან, დიდი ბრიტანეთისგან და ევროპისგან. სანქცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. არაღიარებულმა „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ამით კიდევ ერთხელ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. მიღებული დრაკონული კანონებით, მედიის გაკონტროლების მექანიზმის შემოღებით, ივანიშვილი ქვეყანაში უკვე დიქტატურას ამყარებს. ვხედავთ ტურისტებისგან დაცლილ სასტუმროებს, მძიმე ვითარებაშია კერძო სექტორი და უახლეს პერიოდში გველოდება საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.
მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი მტკიცედ დგას იმ ფასეულობებისა და ღირებულებების სადარაჯოზე, რასაც თავისუფლება ჰქვია. ამისთვის კი ჩვენ ვხედავთ შეუპოვარ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ქუჩებში.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ მოაქცია არალეგიტიმური ხელისუფლება იზოლაციაში ჩვენც, დავტოვოთ მარტო, რომ მათი საქმიანობა რამის მომტანი არ გახდეს, ისედაც არაფრის მომტანი არ არის, მაგრამ ლეგალურად დავტოვოთ - იზოლაციაში
რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები, სრულიად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ლეგიტიმური საკითხის მისაღებად. მაგალითად: 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 113 ხმაა საჭირო ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმაა საჭირო ორი მოწვევის პარლამენტების მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 100 ხმაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, 100 ხმაა საჭირო უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის, 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილების დასამტკიცებლად, 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად, 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად, 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად, ქართულ ოცნებას კი პარლამენტში დღეს მხოლოდ 89 მანდატი აქვს!
ეს იყო ოთხი პროდასავლური პარტიის სტრატეგია, რომ ქართული ოცნებამ, რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა მარტო დარჩენილიყვნენ და ვერ მიეღოთ ვერანაირი გადაწყვეტილება და თავიანთი თავი ეძულებინათ, რომ ახალი არჩევნები ჩაენიშნათ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას 89 დეპუტატი გააჩნია, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს, საკითხი დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც გახარია საქართველოსთვის ჰქვია და აქ ჩნდება კითხვა, ფარული ლეგალიზაციის და ხელშეწყობას იმ ძალისადმი, ქართველ ხალხს რუსეთისკენ მიათრევს და ისეთი სისტემებისკენ, როგორიც ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთია.
მინდა გითხრათ, რომ საბოლოო გამარჯვებას, რომ მივაღწიოთ ამ მიმართულებით ბრძოლა გრძელდება, ყველა მიმართულებით, მნიშვნელოვანია გახარია საქართველოსთვის მიიღოს გადაწყვეტილება, და აქ დროის გაწელვა იმუნიტეტისა და დაფინანსების გამო არის აბსოლუტურად არარელევანტური, არასამართლიანი და არაობიექტურია. და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად. არჩევანი მათზეა და ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა, ჩვენ კოალიცია ძლიერმა საქართველო უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი და როგორი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ პარლამენტში დარჩენა, ბიძინა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებასთან, რუსული საქმის და რუსული საქმის კეთებას ნიშნავს.
დროზე დავამთავროთ ეს საპარლამენტო ამბავი დავტოვოთ 89 მანდატში ქართული- რუსული ხელისუფლება, იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს და ჩვენი პატიმრები გავათავისუფლოთ", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები