ირაკლი კობახიძე: სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი — ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე
ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა 8 თებერვალს, ბათუმში, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასა და შიმშილობას. კობახიძემ მზია ამაღლობელის საქციელს "მძიმე სამართალდარღვევა" უწოდა, რომელსაც "სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა".
"რაც შეეხება მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი — ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე შემიძლია, მხოლოდ საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა თავისი საერთო შეფასებით — არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე — ეს არის მძიმე სამართალდღვევა, რომელსაც სჭირდებოდა რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და ყველამ პატივი უნდა სცეს შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებას. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს — პოლიციელს გაარტყეს სახეში ხელი და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით... არც კონკრეტულად ბრალდებულის და არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება", — განაცხადა ოცნების პრემიერმინისტრმა.
ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა კობახიძის ჟურნალისტებთან შეხვედრასაც, რისი სურვილიც ბათუმელების მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ გამოთქვა. ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მასთან "სამართლებრივ საკითხებზე საუბარსა" და "ადვოკატთან ერთად შეხვედრას" აპირებდნენ.
"რაც შეეხება [ეთერ თურაძესთან] შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც მოვისმინეთ გარკვეული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული — მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, ადვოკატთან ერთად აპირებდნენ ჩემთან მოსვლას... სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა — მე არ ვარ არც ადვოკატი, არც მოსამართლე — სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ეს არის შესაბამისი უწყებები. თუ ვინმეს უნდა, გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ, შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებზე და ასე შემდეგ. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს, რა თქმა უნდა, არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ, სინანული არის მთავარი, რაც არის ახლა გამოსახატი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები