ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

11 Feb. 2025, 20:40

"ეს არის აშშ-ის და ევროკავშირის საქმე. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ და ჩვენი მისია ვერ იქნება ამ ურთიერთობებში ჩარევა. იმედია, რომ აშშ და ევროკავშირი ერთმანეთში გაერკვევიან. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა — ევროკავშირი მოკლებული იყო არსებითად სუვერენიტეტს, მთელი ამ წლების, განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში და ვფიქრობ, ამის გაგრძელებაა ის პროცესები, რაც უკავშირდება ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებს და ამ ყველაფრის გამოხატულება იყო ის უსამართლო განცხადებებიც, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით საქართველოს მიმართ. იქ, სადაც სუვერენიტეტი არ აქვს სათანადოდ ევროკავშირს უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ბევრია როგორც რეგრესული მოვლენა, ასევე უსამართლობა.

მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის, ამ 25%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, და ნაკლებად ვიხილავთ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ევროპელმა ბიუროკრატებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…