რევაზ კიკნაძე: უნდოდათ დავეშინებინეთ, ამ დროს პირიქით, უფრო მეტი ძალა და მხნეობა მოგვცეს
"აღარც ციხის კედლები მაღელვებს, არც ის, როდის გამიშვებენ ან გამიშვებენ თუ არა საერთოდ. მხოლოდ ერთი მიზანიღა დამრჩა — ვიბრძოლო უსამართლობასთან იქამდე, სანამ პირში სული მიდგას", — ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული რევაზ კიკნაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისი თქმით, უნდოდათ დილეგში გამოკეტვით დაეშინებინათ პროტესტის მონაწილეები, მაგრამ, პირიქით, უფრო მეტი ძალა, მხნეობა და საბრძოლო სულისკვეთება მისცეს.
"პირველ დღეს მეშინოდა, მეორე დღეს იყო გაურკვევლობა, მესამე დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველი სასამართლოს შემდეგ, შიშმა და გაურკვევლობამ პიკს მიაღწია. მეოთხე დღიდან დაიწყო ჩემი სრული რეინკარნაცია, ამოტრიალება, კათარზისი.
თანდათან ძალა მემატებოდა, ყოველ ახალ დღეს სიამაყის გრძნობა, სიმხნევე და ბრძოლის ჟინი ერთი-ორად იზრდებოდა. ერთ დღესაც მივხვდი, მთლიანად შევიცვალე. აღარც ციხის კედლები მაღელვებს, არც ის, როდის გამიშვებენ ან გამიშვებენ თუ არა საერთოდ. მხოლოდ ერთი მიზანიღა დამრჩა — ვიბრძოლო უსამართლობასთან იქამდე, სანამ პირში სული მიდგას. არასდროს დავუხარო თავი ძლიერს, მაგრამ არასწორს. უპატივცემულობა გამოვიწვიო მასში, ვინც თავად არ არის პატივისცემის ღირსი, ყველაფერი გავიღო ტირანიისა და დიქტატურის დასამხობად. მხოლოდ წინააღმდეგობა და არანაირი კომპრომისი მტერთან.
ასე გავხდი 8 კვადრატულ მეტრ დილეგში მყოფი მე, იმათზე ათასჯერ უფრო თავისუფალი, ვინც ფულის დასტებზე წევს და ღამის ქოთანიც ალბათ ოქროთი აქვს მოვარაყებული. მაგრამ, გარეთ ისე ვერასდროს გამოდის, თუ აკვარიუმი არ აიფარა, შუშები არ დაიბურა, ხუთი დაკუნთული არ ჰყავდა გვერდით.
სიკვდილი რა ჩემი ფეხებია, სიკვდილის მისნაირ წურბელებს უნდა ეშინოდეთ, ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციეს. იცით როდის აცნობიერებ, რომ თავისუფლების ზენიტს მიაღწიე? როცა აანალიზებ, რომ საერთოდ არაფერს ნიშნავს როგორ მდგომარეობაში იქნება შენი ხორცი, აი ფიქრს და გონებას კი ვერავინ გაგიკონტროლებს. ის მხოლოდ შენია და არავისზეა დამოკიდებული. მე შემიძლია სასამართლოს დარბაზში ბოლო ხმაზე ვიყვირო, მოსამართლეს ვაგრძნობინო, რომ ადამიანად არ ვთვლი, პოლიციელს დავცინო, არ მოვერიდო ყველასთვის იმ ადგილის მიჩენას, რასაც იმსახურებენ, რადგან უკვე აღარაფრად მიმაჩნია, რა მოუვა ჩემს სხეულს. ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ ხარ, როცა "გულს ცეცხლი ედება" და ბრძოლაში კვდები. იმისთვის ბრძოლაში, რაც ერთადერთ სწორ მოცემულობად მიგაჩნია და საერთოდ არ ნანობ ასეთ სიკვდილს, სიკვდილს იდეისთვის.
ყველაზე თავისუფალი მაშინ ხარ, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში კვდები... "მაგრამ, არ ვნანობ ასე რომ მოვკვდი, რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილი, რაღაცას ნიშნავს, რადგან ყოველთვის ბოროტის გვერდით არის კეთილი"...
ერთი კარგი ანდაზა აქვთ, თუ არ ვცდები, მექსიკელებს. შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს. მათ ეგონათ, რომ მიწაში ჩაგვმარხეს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ სინამდვილეში დაგვთესეს და ახალი ნაყოფის აღმოცენებას შეუწყვეს ხელიო. ზუსტად ასეა ჩვენი ამბავიც, უნდოდათ დილეგში გამოკეტვით დავეშინებინეთ, ბრძოლის სურვილი დაგვეკარგა და ამ დროს პირიქით უფრო მეტი ძალა, მხნეობა და საბრძოლო სულისკვეთება მოგვცეს", - წერს რევაზ კიკნაძე წერილში.
რევაზ კიკნაძეს შსს 25 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ის დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა, რაც მან შიმშილობით გააპროტესტა. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც საპროტესტო აქციების დაწყების — 28 ნოემბრის, შემდეგ სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები