რეფორმეტრი - როგორ მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმები საქართველოში
ფოტო: რეფორმეტრი
დიდი ხანია გვესმის, რომ საქართველო ჩემპიონია რეფორმების გატარების კუთხით. საინტერესოა, რა ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს საქართველო ამჟამად და როგორია მათი მიმდინარეობა. ამ კითხვაზე პასუხს ახალი ონლაინპლატფორმა რეფორმეტრი გაგვცემს, რომელზეც, ამ მომენტისთვის, ჯამში სამი რეფორმის შეფასება განხორციელდა.
რეფორმეტრი (ReforMeter.iset-pi.ge) ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი პროდუქტია, რომელიც დაინტერესებულ პირებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე აწვდის ინფორმაციას. პლატფორმაზე მომხმარებელი იპოვის როგორც რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას, ისე იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელზეც შერჩეული რეფორმა ახდენს გავლენას. რეფორმებს აფასებენ შემფასებელთა ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია პირებით, რომლებზეც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს კონკრეტული რეფორმა.
4,68 (10 ქულიდან) - ასეთია ამ დროისთვის რეფორმვერდიქტი - მთავრობის ერთიანი შეფასება. უახლოეს მომავალში რეფორმეტრის სიას საპენსიო რეფორმა და პროფესიული განათლების რეფორმაც დაემატება.
10-ქულიან შკალაზე, ყველაზე მაღალი, 5,41 ქულა სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმამ მიიღო. რეფორმის ფარგლებში დაინერგა დარგის ფინანსური სტიმულირების სხვადასხვა პროგრამა, რის შედეგადაც მზარდი დინამიკით ხასიათდება კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მაჩვენებელი. რეგიონებში შეიქმნა საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ხორციელდება რიგი საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, პროცესშია სასოფლო მეურნეობათა რეესტრის, მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემისა და ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა.
საშუალო შეფასება - 4,78 მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესის/ინოვაციების განვითარების რეფორმამ. რეფორმის ფარგლებში დაინერგა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Start-Up საქართველო და აწარმოე საქართველოში. მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია ტრენინგები ზოგად სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ფინანსური მენეჯმენტისა და ინოვაციური ბიზნესის შესახებ. ხორციელდება ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა პარტნიორების მოძიების მიზნით. ჯერ არ დასრულებულა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და არ დანერგილა ინოვაციებთან დაკავშირებული ინდიკატორების რეგულარული დაკვირვება. ასევე, იგეგმება კვლევაზე და განვითარებაზე საგადასახადო შეღავათების დაწესება.
ყველაზე დაბალი შეფასება, ამ ეტაპისთვის, კაპიტალის ბაზრის რეფორმას ერგო - 3,85. ეროვნულ ბანკთან ერთად რეფორმას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები 2016 წლიდან ახორციელებენ. ამ ეტაპისთვის, განხორციელდა ცვლილებები ვალის კანონში, რათა ფასიანი ქაღალდების გამოშვება ბაზრის განვითარების მიზნისთვის იყოს შესაძლებელი. მომზადდა ინფლაციით ინდექსირებული ბონდების ემისიის საკითხი და დასრულდა ბენჩმარკ-ბონდების საკითხის შესწავლა. უკვე შესაძლებელია ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების გირაოში მიღება. შემუშავების პროცესშია სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია. ბონდები ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების სისტემაში ჯერ არ დამატებულა. იგეგმება ადგილობრივი სარეიტინგო სააგენტოს შექმნა და ადგილობრივი სარეიტინგო შკალის შემუშავება. ფინალურ ეტაპზეა საინვესტიციო ფონდების შესახებ საკანონმდებლო პროექტი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები