კაია კალასი

13 Feb. 2025, 23:34

"NATO-ს წევრობა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც არსებობს და, რეალურად, ეს ყველაზე იაფი გარანტიაც არის.

თუ ვამბობთ, რომ NATO-ს წევრობა არ იქნება, მაგრამ რაიმე სხვა უსაფრთხოების გარანტიები იქნება, მაშინ ყველამ უნდა უპასუხოს კითხვას: რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები რეალურად?

კიდევ ერთხელ, ვიტყვი, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, სანამ მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, ვინაიდან, ეს რუსეთს არგებს და მათ ეს სურთ. რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს რაც სურთ, სანამ მოლაპარაკებები არც დაწყებულა? — ეს დაშოშმინებაა, ამას არასდროს გაუმართლებია!

კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს! ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის, ნებისმიერი სახის შეთანხმებისთვის, გვჭირდება ევროპელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას, გვჭირდება უკრაინელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას.

კარგადაც არ ჩანს, თუ ვინმე რაიმეზე თანხმდება და ყველა დანარჩენი ამბობს: "კარგი, შენ შეთანხმდი, მაგრამ ჩვენ ამას არ გავყვებით!".

უკრაინელები წინააღმდეგობას გაწევენ და ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ"

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე საუბრისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…