დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება
დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია (MSC) იხსნება და 14-დან 16 თებერვლამდე, მიუნხენში, სასტუმრო Bayerischer Hof-ში ჩატარდება. მას საქართველოდან საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. მიუნხენში იმყოფება ასევე საქართველოს ყოფილი შსს და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.
MSC-ის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, MSC 2025 იქნება პლატფორმას მაღალი დონის დებატებისთვის ჩვენი დროის ძირითად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე. 14 თებერვალს კონფერენციას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ასობით ლიდერი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან განიხილავს მსოფლიოს უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებს კრისტოფ ჰეუსგენის თავმჯდომარეობით.
MSC 2025 ცვლილებების გადამწყვეტ მომენტში ტარდება: იანვარში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იკავებს სამსახურს, ამას გარდა, მას ბრიუსელში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ახალი ციკლი და ერთ კვირაში გერმანიის საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება.
პარასკევს, კონფერენციის მთავარი პროგრამა დაიწყება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე მსჯელობით. შაბათს გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. კვირას კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.
MSC 2025 კვლავ იქნება იდეების ბაზარი და შექმნის სივრცეს რაც შეიძლება მეტი შესაბამისი და თანმიმდევრული დებატებისთვის. როგორც წინა წლებში, კონფერენციის პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან: მთავარი პროგრამა, რომელსაც კურირებს MSC, 200-მდე ოფიციალური გვერდითი ღონისძიება და ათობით ღონისძიება საზოგადოებისთვის. კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, გერმანიის ფინანსთა მინისტრი, იორგ კუკიესი, ტერორიზმის დაფინანსების შესახებ მე-4 მინისტრთა კონფერენციაზე მინისტრებსა და საერთაშორისო ინსტიტუტების მაღალ წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
კონფერენციის ბოლოს იენს სტოლტენბერგი კრისტოფ ჰეუსგენს MSC-ის ახალ თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლებს, წერია MSC-ის ვებგვერდზე.
MSC უნდა დაესწრონ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსი. მედიაში გავრცელებული ცნობით, საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში იმყოფებოდნენ, ტექნიკური პრობლემის გამო ვაშინგტონში დაბრუნდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა დაადასტურა ინციდენტი და თქვა, რომ რუბიოს გააგრძელებ მოგზაურობას გერმანიასა და ახლო აღმოსავლეთში სხვა თვითმფრინავით.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს შეხვედრა აქვთ დაგეგმილ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები