საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის — რას ისწავლი STEM სკოლაში?
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად საგანმანათლებლო პროექტს — STEM სკოლას უკვე მესამე წელია ახორციელებს.
რა არის STEM სკოლა
STEM სკოლა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელიც სკოლის მოსწავლეებში მომავლის პროფესიების - კერძოდ, ტექნოლოგიების, მათემატიკის, ინჟინერიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.
ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროფესიებისა, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, STEM სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეები იმ საბაზისო ცოდნით უზრუნველყოს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მათთვის საინტერესო მომავლის პროფესიას დაეუფლონ.
როგორია სწავლების ფორმატი
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსწავლეები კვირაში ერთხელ სამსაათიან გაკვეთილებს ესწრებიან, რომლებსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები და მოწვეული პედაგოგები ატარებენ.
როგორია სასწავლო პროგრამა
STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი. STEM სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, შეიმეცნონ მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპი. შექმნან და მართონ ჭკვიანი მოწყობილობები, რომლის შესასწავლადაც სპეციალური ონლაინპლატფორმა Tinkercad გამოიყენება, ხოლო პროექტები მიკროკონტროლერ Arduino-სა და მისი შესაბამისი ელექტრონული კომპონენტების ნაკრების საშუალებით სრულდება.
პროექტი ორმოდულიანია. თითოეული მოდული 4 თვეს გრძელდება. პირველ მოდულში მოსწავლეები ელექტროინჟინერიისა და მიკროკონტროლერების, მათი სენსორების მართვის საწყისებს ეუფლებიან, მის შესასწავლად კი ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკის (ელექტრობა) და პროგრამირების მიმართულებით.
მეორე მოდულში მოსწავლეები რეალურ ამოცანებსა და პროექტებს ელექტრონული კომპონენტების მეშვეობით ასრულებენ. ამ ეტაპზე ისინი აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკულ სწავლის პროცესში, რაც ერთი მხრივ, სახალისოა, მეორე მხრივ — შემეცნების საუკეთესო და აღიარებული საშუალებაა.
ვისთვის არის განკუთვნილი STEM სკოლა
პროექტი განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-7 — მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას.
STEM სკოლის შექმნის ერთ-ერთი იდეა მაღალი ხარისხის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა. საგაკვეთილო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანამ, ფაქტობრივად, მოხსნა გეოგრაფიული ბარიერი.
ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად სწავლას საუკეთესო შედეგების მქონე 90 მოსწავლეს დაუფინანსებს. აქედან 60-ს სრულად, ხოლო 30-ს − 50%-იანი დაფინანსებით. როგორც თავად მოსწავლეები ამბობენ, მუშაობა ტექნოლოგიებთან უწევთ, ამიტომ ონლაინ გაკვეთილები ძალიან ხელსაყრელია.
შედეგები
STEM სკოლა უკვე ორი წელია ფუნქციონირებს. STEM სკოლის ერთწლიანი კურსი უკვე 800-მდე მოსწავლემ გაიარა. საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა კი 150-ს აღწევს.
პროექტში მონაწილეობენ როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
STEM სკოლაში მომავალი ნაკადის მისაღებად რეგისტრაცია 2025 წლის 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: stem.school.ge
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები