WSJ: ვანსი პუტინს სანქციებითა და სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას არ დადებს
შეერთებული შტატები არ გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ან მისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას, თუ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, რომელიც კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, — ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა
"არსებობს ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები და, რა თქმა უნდა, არის ზეწოლის სამხედრო ბერკეტები", — თქვა ვენსმა.
მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნის ვარიანტი "დღის წესრიგში" რჩება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის მოლაპარაკებაზე.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება "გარიგება, რომელიც ბევრს შოკში ჩააგდებს". ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ტრამპს შეუძლია გადაიფიქროს გარკვეულ საკითხებზე. მისი ადმინისტრაციის მიზანი ახლა არის ის, რომ დაარწმუნოს პუტინი, რომ დიპლომატიური გზით უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ბრძოლის ველზე.
ვანსმა დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რუსეთის კონტროლის ქვეშ უკრაინის რა ნაწილი შეიძლება დარჩეს ან უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება შესთავაზონ კიევს აშშ-მ და სხვა დასავლეთის ქვეყნებმა. მისი თქმით, ეს დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უნდა დამუშავდეს.
"არსებობს მრავალი ფორმულირება და კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ შეშფოთებულები ვართ უკრაინის სუვერენული დამოუკიდებლობის გამო", — განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
ვანსის თქმით, აშშ ასევე შესთავაზებს რუსეთს ურთიერთობების აღდგენას უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის ამჟამინდელი იზოლაცია დასავლური ბაზრებისგან მას "პეკინის უმცროს პარტნიორად" აქცევს.
The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ჯ.დ. ვენსმა უფრო მკაცრი პოზიცია წარმოადგინა რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა. 12 თებერვალს, ბრიუსელში, უკრაინის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, ჰეგსეტმა ევროპელ მოკავშირეებს მიმართა და მიანიშნა დათმობებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
12 თებერვალს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს და შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი დათანხმდა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. Financial Times-ის ცნობით, ტრამპი და პუტინი აპრილ-მაისში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადებას შეეცდებიან.
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა სავარაუდოდ საუდის არაბეთში გაიმართება, თუმცა თარიღი უცნობია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები