მიუნხენში ვენსისა და ზელენსკის პირველი შეხვედრა შედგა
მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ, მას შემდეგ რაც თეთრი სახლი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიკავა.
ვიცეპრეზიდენტი ვენსი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ თავიანთ დელეგაციებთან ერთად. ვენსის გვერდით იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
შეხვედრაზე, ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაა.
"ფუნდამენტურად, მიზანი ის არის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განსაზღვრა – ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს, მკვლელობები შეჩერდეს, მაგრამ ასევე გვინდა, რომ მივაღწიოთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას, და არა ისეთ მშვიდობას, რომელიც რამდენიმე წელიწადში კვლავ ჩააგდებს აღმოსავლეთ ევროპას კონფლიქტში," — განაცხადა ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა.
"ამ თემაზე გვქონდა კარგი საუბარი და, რა თქმა უნდა, კიდევ არაერთი გვექნება მომდევნო დღეებში, კვირებსა და თვეებში," — თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საჭიროა მეტ მუშაობა უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე.
"ჩვენ უნდა ვისაუბროთ უფრო ხშირად, მეტი ვიმუშაოთ და მოვამზადოთ გეგმა (იმისათვის), თუ როგორ უნდა შევაჩეროთ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი," — განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
ზელენსკიმ შეხვედრას დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ვენსმა "ყველაფერი სწორად აღნიშნა". "დღეს ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი, ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო არ იქნება," — განაცხადა ზელენსკიმ.
მოგვიანებით X-ზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარეები მუშაობას აგრძელებენ.
"ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას დოკუმენტზე. შევეხეთ ბევრ საკვანძო საკითხს და ველით გენერალ კელოგის ვიზიტს უკრაინაში შემდგომი შეხვედრებისთვის და ადგილზე არსებული ვითარების უფრო სიღრმისეული შეფასებისთვის.
ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ რეალურ და გარანტირებულ მშვიდობას. ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას შეაჩეროს ომი და უკრაინისთვის სამართლიანობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოს," — თქვა მან.
"ვფიქრობ, რომ ეს საუბარი წინ გადადგმული ნაბიჯია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ იმყოფებიან უკრაინის დელეგაციის შესანიშნავი წევრები. ჩვენ გვყავს ჩვენი არაჩვეულებრივი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, გენერალი კელოგი. მნიშვნელოვანია, რომ შევიკრიბოთ და დავიწყოთ იმ დისკუსიების წარმართვა, რომლებიც აუცილებელია ამ კონფლიქტის დასასრულებლად. ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან მსურს, რომ მოლაპარაკებების პროცესს მოქნილობა შევუნარჩუნოთ, რათა ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა პასუხისმგებლობით მიიყვანონ საქმე დასრულებამდე," — თქვა ვიცეპრეზიდენტმა კითხვაზე, როგორ მოახერხებდა ეს შეხვედრა წინ წაეწია მოლაპარაკებებით, თუ ზელენსკი მზად არ არის პუტინთან დიალოგისთვის.
ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა არ უპასუხა შეკითხვებს შეთანხმების მიღწევის ვადებზე და იმაზე, შეთანხმდნენ თუ არა იშვიათი მინერალების საკითხზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები