საია-ს იურისტი თამარ ონიანი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
"არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას," — წერს საია-ს იურისტი, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში თებერვალს ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე.
მისი თქმით, დასახლებულ პუნქტში სახელმწიფო პროექტის მშენებლობა მიმდინარეობდა და სახელმწიფო ვალდებული იყო, უსაფრთხოების ზომები დაეცვა.
იურისტი მომხდარს “სავსებით განჭვრეტად და პროგნოზირებადად” აფასებს. ის წერს, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც ღია წყლით სავსე თხრილებია, ადგილობრივების ცნობით, არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა.
"ღია თხრილებზე (ჭები და სხვა) პასუხისმგებლობა საჯარო სივრცეებში ეკისრება სახელმწიფოს. და მეტიც, ეს პასუხისმგებლობა სიცოცხლის უფლების ჭრილში აქვს ევროსასამართლოს დანახული არაერთ საქმეში.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას ისეთი ოპერაციული სისტემა, რომ დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფ პირთა სიცოცხლე, და ეს ღონისძიებები მორგებული უნდა იყოს კონკრეტული საქმიანობის თავისებურებებსა და ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხეზე.
სახელმწიფომ უნდა მიიღოს, როგორც პრაქტიკული, ისე პროაქტიული და წინასწარი უსაფრთხოების ზომები მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად, მათ შორის, შენობებისა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც დასახლებულ პუნქტში თავად სახელმწიფო პროექტის მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, სავსებით განჭვრეტადი და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ის საფრთხე, რაც ტერიტორიაზე ღია წყლით სავსე თხრილებისგან მოდიოდა მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მას ევალებოდა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას, " — განაცხადა იურისტმა.
შეგახსენებთ, 15 თებერვალს ბათუმში, ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ქართული ოცნების წარმომადგენლები და სამშენებლო კომპანია ანაგი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ტრაგედია სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე მოხდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები