წულუკიანი: როდესაც კომისია გიბარებს, მის წინაშე უნდა გამოცხადდე — ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო
ფოტო: პირველი არხი
პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დღეს მუშაობა დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ".
თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძახების შემთხვევაში, კომისიის წინაშე გამოცხადება სავალდებულოა და წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია სასჯელიც.
"საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს კანონმდებლობა. კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ რამეს - როდესაც კომისია გიბარებს, მის წინაშე უნდა გამოცხადდე.
[...] მოვიდნენ ღირსეულად, წავლენ კომისიიდანაც ღირსეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არის ძალიან მკაცრი, მე ამაზე მეტს არ ვამბობ არაფერს, რომ არ გააფორმოს ვინმემ მუქარად, მაგრამ საკმარისზე მეტს კი ვამბობ იმისთვის, რომ ყველა დაფიქრდეს, ითანამშრომლებს თუ არა ჩვენს კომისიასთან. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომისიის 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ დაწყების მიზეზზე საუბრისას, სამთავრობო ოპოზიცია ხალხის ძალის წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა აშშ-ში ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიების მაგალითი მოიშველია.
"60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა", — განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ" დღევანდელ სხდომაზე მოუსმინა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, ცესკო-ს წარმომადგენელ გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელ ირაკლი ნადარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს.
მომდევნო სხდომა 21 თებერვალს ჩატარდება და მასზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ.
"წამყვანი თემა იქნება 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები, მაგრამ მოცემულმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ გასაუბრება არ იქნება მხოლოდ არჩევნებით შემოფარგლული. ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია, რომ მოცემული პირები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან ჩართული იყვნენ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა თუ მოწესრიგებაში, ჩვენ უფლება გვექნება, რომ არჩევნების მიღმაც დავუსვათ არაერთი კითხვა", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები