ბერდია სიჭინავა

17 Feb. 2025, 14:40

"დღეს, გამთენიისას, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული, პარტიული ზონდერჯგუფი დაახვედრა, რომლის აგრესიასაც, აბსოლუტური უმოქმედობით, ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი, ივანიშვილის და ოცნების პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია. საგულისხმოა, რომ პარტიული ზონდერჯგუფის წევრებს, სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ.

ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული.

ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერნციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ.

გახარიას ჰქონდა მიშვნელოვანი შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილები უკანონო პატიმრების დროულად გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას შეცვლილ გარემოში და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არაღიარებას შეეხებოდა.

ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოსცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს — ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას.

მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები. საკუთარ ქვეყანაში იზოლირებული, საკუთარი ხალხისგან მოკვეთილი ივანიშვილი, შიშიგან ვერ იაზრებს, რომ ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი".

განაცხადა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ბერდია სიჭინავამ 17 თებერვალს, გამთენიისას, გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…