ლავროვი მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობას გამორიცხავს
ფოტო: Ozan Kose/AFP/Getty Images
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობებზე საუბარი არ შეიძლება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"შეხედეთ რა სისასტიკეს სჩადიან ტერიტორიებზე და გინდათ, რომ მოლაპარაკებების დროს რაიმე აზრი შეიძლება ჰქონდეს იმაზე საუბარს, რომ ზოგიერთი ტერიტორია შეიძლება კიდევ დავთმოთ? როგორ უნდა დავთმოთ? რუსი ხალხით, თუ ხალხის გარეშე? თუ მხოლოდ იშვიათი ლითონებით?" — განაცხადა მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპული ქვეყნების ადგილი არაა.
"დაე, ვინც ფანტაზიორობს იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს სიტუაციის დარეგულირება, მაგრამ ჩვენ არ ვმალავთ, რომ ეს შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ აშშ-მა უკრაინის კრიზისში თავიდანვე მთავარი როლი ითამაშა. არ ვიცი მათ, ევროპულმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან რა უნდა გააკეთონ. თუ ისინი კონფლიქტის გაყინვის შესახებ ცბიერი იდეების წამოყენებას აპირებენ, როგორც ეს მათ სჩვევიათ და მხედველობაში ომის გაგრძელება აქვთ, მაშინ რატომ უნდა მოიწვიონ ისინი?", — განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, საუდის არაბეთში აშშ-ს და რუსეთის ოფიციალური პირებს შორის შეხვედრა იგეგმება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი სამშაბათს ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მისივე თქმით, ლავროვი და უშაკოვი ვლადიმერ პუტინის დავალებით ორშაბათს საუდის არაბეთის დედაქალაქში ჩაფრინდებიან.
აშშ-ს მოლაპარაკებებში წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.
უკრაინა ელ რიადში დაგეგმილ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. მარკო რუბიოს თქმით, ეს არის წინასწარი მოლაპარაკებები, ხოლო როცა უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაზე რეალური მოლაპარაკებები დაიწყება, მასში ჩართული უნდა იყვნენ კიევი და ევროპა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები