ერ-რიადში რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დასრულდა — პირველი კომენტარები
ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა. რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.
რუსული მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
რუსულ მედიასთან იური უშაკოვი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი რუსეთ-უკრაინის ომს შეეხო.
"დიახ, ჩვენ განვიხილეთ [ეს თემა] და გამოვკვეთეთ ჩვენი ფუნდამენტური მიდგომები და შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების მონაწილეების ცალკეული ჯგუფები თავის დროზე ჩაერთვებიან პროცესში", — თქვა უშაკოვმა.
მისი თქმით, განიხილეს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრაც, მაგრამ მომავალ კვირაში ეს ნაკლებად სავარაუდოა.
უშაკოვმა საუბარს "ძალიან სერიოზული" უწოდა. მისი აზრით, მოლაპარაკებებს ცუდად არ ჩაუვლია.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ გავითვალისწინოთ ერთმანეთის ინტერესები და ამავდროულად გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები.”ამით დაინტერესებულია მოსკოვიც და ვაშინგტონიც", — თქვა უშაკოვმა.
კითხვაზე, ახლოვდებიან თუ არა რუსეთი და შეერთებული შტატები, მან თქვა, რომ ჯერჯერობით "ძნელი სათქმელია, მაგრამ იყო ამაზე საუბარი".
ამერიკული მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ — აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი,
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტამი ბრიუსმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, "შექმნან საკონსულტაციო მექანიზმი", რომელიც აღმოფხვრის ორმხრივ ურთიერთობებს შემაფერხებელ ფაქტორებს. გარდა ამისა, მხარეები შესაბამის ჯგუფებს შექმნიან, რათა დაიწყონ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის გადაწყვეტა "რაც შეიძლება მალე".
დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ საფუძველი ჩაეყარა "ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესის საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობას".
"ერთი სატელეფონო ზარი, რომელსაც მოჰყვება ერთი შეხვედრა, არ არის საკმარისი ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და დღეს ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი", — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მხარეები შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:
"ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარებული იყოს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები იმ მიზნით, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის;
დაინიშნოს შესაბამისი მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის;
საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო თანამშრომლობას საერთო გეოპოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად აღმოცენდება;
მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე პირობას დებენ, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავიდეს".
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ აღიარებს რიადში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკების შედეგებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები