Fox News: რუსეთმა საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე პირობები წამოაყენა
დღეს, 18 თებერვალს რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საუდის არაბეთში, უკრაინის წარმომადგენლის გარეშე, მოლაპარაკებები გამართეს.
აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ხოლო რუსულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა.
მხარეები რუსეთის უკრაინაში მიმდინარე აგრესიის დასრულების შესაძლებლობების განსახილველად შეიკრიბნენ, ასევე განიხილეს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობები.
მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად გაისმა უკრაინაში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა დაადასტურა, რომ რუბიოს გუნდმა საფუძველი ჩაუყარა რუსეთთან კოოპერაციას და მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაინიშნება "მაღალი დონის გუნდები", რომლებიც მუშაობას დაიწყებენ კონფლიქტის დასრულებაზე.
სხვადასხვა დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, Fox News წერს, რომ უკრაინისათვის ხელახალი არჩევნების ჩატარების იძულება სამშვიდობო შეთანხმების საკვანძო პუნქტი შეიძლება იყოს. წყაროს ცნობით, ორივე მხარე თვლის, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელახლა არჩევის დაბალი შანსი აქვს.
"პუტინი განიხილავს მარიონეტი პრეზიდენტის არჩვის შესაძლებლობას, როგორც საკმაოდ მაღალს და დარწმუნებულია, რომ ზელენსკისგან განსხვავებული ნებისმიერი კანდიდატი უფრო მოქნილი და მზადმყოფი იქნება მოლაპარაკებებისა და დათმობებისათვის", — წერს Fox News წყაროზე დაყრდნობით.
ზელენსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს დათანხმდება სამშვიდობო პირობებს, რომელთა შემუშავებაშიც უკრაინა არ იქნება ჩართული. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა გაფართოებულ პროცესში ჩართული ნამდვილად იქნება.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამაც — ზახაროვას განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია და ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ უკან უნდა წაიღოს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობა იმის შესახებ, რომ უკრაინა ორგანიზაციის წევრი აუცილებლად გახდება.
სავარაუდოდ, ბუქარესტის სამიტის პირობის გაუქმებაში მოიაზრება საქართველოც, რომელმაც, როგორც უკრაინამ, ანალოგიური გარანტია 2008 წლის აპრილში მიიღო.
"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარანტიას უზრუნველყოფდა", — განაცხადა მარია ზახაროვამ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები