დონალდ ტრამპი უკრაინას: "ეს ომი არ უნდა დაგეწყოთ, შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ"
ფოტო: Euronews
ერ-რიადში მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დაწყებაში თავად კიევი იყო დამნაშავე და შეეძლო დიდი ტერიტორიისა და მსხვერპლის გარეშე რუსეთს გარიგებოდა. ამის შესახებ Euronews წერს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, თუ შესაძლებელი იქნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმება, ეს აშშ-ს "რუსებთან პარტნიორობის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს" გაუხსნის.
CNN წერს, რომ ტრამპმა მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" შეაფასა და თქვა, რომ რუსეთს "სურს გააკეთოს რაღაც".
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის არყოფნის კომენტირებისას თქვა, რომ უკრაინა 3 წლის წინ მონაწილეობდა მოლაპარაკებებზე და ომი მაშინ უნდა დასრულებულიყო. მისივე თქმით ომის დაწყებაში თავად კიევია დამნაშავე.
"ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: "აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს". კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ", — აღნიშნა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
Euronews წერს, რომ ასეთი კომენტარები და ამერიკის პრეზიდენტის სურვილი, გააუმჯობესოს ურთიერთობები მოსკოვთან, შეიძლება ძვირად დაუჯდეს ტრანსატლანტიკურ ალიანსს აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობაში და მნიშვნელოვნად შეარყიოს ვაშინგტონის პოზიცია უკრაინასთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან.
"ცუდ მოლაპარაკებებსაც კი შეეძლო წლების წინ მოეგვარებინა ეს დიდი ტერიტორიების დაკარგვის და სიცოცხლის დაკარგვის გარეშე", — თქვა ტრამპმა და კვლავ გაიმეორა მისი მტკიცება, რომ მას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეჩერება შეეძლო.
სამშაბათს ერ-რიადში მოლაპარაკებებზე არც უკრაინა და არც ევროპული ქვეყნები არ იყვნენ მიწვეული, მაგრამ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ევროპის გამორიცხვა.
"არავინაა უკანა პლანზე", — თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, "ცხადია, იქნება მოლაპარაკებები და კონსულტაციები უკრაინასთან, ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში და სხვაგან. მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსული მხარე იქნება შეუცვლელი ამ პროცესის გადაწყვეტაში".
ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა აღნიშნა, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გასულ კვირას, პუტინთან საუბრის შემდეგ ესაუბრა და ზელენსკი აშკარად გაღიზიანებული იყო შეხვედრაზე არ მიწვევით.
ზელენსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს დათანხმდება სამშვიდობო პირობებს, რომელთა შემუშავებაშიც უკრაინა არ იქნება ჩართული. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა გაფართოებულ პროცესში ჩართული ნამდვილად იქნება.
ერ-რიადიში რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამაც. მისი თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია და ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ უკან უნდა წაიღოს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობა იმის შესახებ, რომ უკრაინა ორგანიზაციის წევრი აუცილებლად გახდება.
სავარაუდოდ, ბუქარესტის სამიტის პირობის გაუქმებაში მოიაზრება საქართველოც, რომელმაც, როგორც უკრაინამ, ანალოგიური გარანტია 2008 წლის აპრილში მიიღო.
"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარანტიას უზრუნველყოფდა", — განაცხადა მარია ზახაროვამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები