ნაია რივერას შვილი დედის უკანასკნელ წუთებს იხსენებს
ფოტო: Gregg Deguire / Getty Images
ნაია რივერას გარდაცვალებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის შვილი დედის უკანასკნელ წუთებს იხსენებს. რივერა, რომელიც ყველაზე მეტად სერიალ Glee-ში მონაწილეობით იყო ცნობილი, კალიფორნიის შტატის ტბა პირუში დაიხრჩო 2020 წლის ივლისში. ტბაში მსახიობი ნავით იყო გასული თავის 4 წლის შვილთან, ჯოუზისთან, ერთად.
რივერას ყოფილი ქმარი, რაიან დორსი, რომელიც შვილს ახლა მარტო ზრდის, ჟურნალ People-თან უახლეს ინტერვიუში ჰყვება, რომ ჯოუზის დედის გარდაცვალების დღე დეტალურად ახსოვს. ბიჭი იგონებს, რომ იმ დღეს ქარიანი ამინდი იყო და მას ტბაში გასვლა არ უნდოდა, მაგრამ რივერამ გადაარწმუნა და უთხრა, ნუ სულელობო.
"ჯოუზი იხსენებს, რომ ნაიამ ბოლოს მისი სახელი თქვა, შემდეგ კი წყალქვეშ გაუჩინარდა და აღარ გამოჩენილა", — ჰყვება რაიანი, — "მანადგურებს ის ფაქტი, რომ იგი დედის უკანასკნელ წუთებს შეესწრო".
ფოტო: Fox / FOX Image Collection / Getty
ჯოუზის მონაყოლითაც და პოლიციის ცნობებითაც დასტურდება, რომ რივერამ ბოლო ძალ-ღონე შვილის გადასარჩენად გამოიყენა. თუმცა, რაიანის თქმით, ბიჭს დღეს დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს.
"გამუდმებით იმეორებს, რომ სამაშველო რგოლის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ხელში მხოლოდ თოკი შერჩა, რომელზეც დიდი ობობა იჯდა, მას კი მისი აღების შეეშინდა", — ამბობს ჯოუზის მამა, — "ვეუბნები, თოკი ისედაც ვერ უშველიდა-მეთქი, მაგრამ ეს ფიქრი არ ასვენებს, ჰგონია, რომ მისი გადარჩენა შეეძლო".
ნაია რივერა თავის შვილთან ერთად, 2018 წელი.
ფოტო: Instagram
რივერასა და მისი შვილის სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნავის დაქირავების დრო ამოიწურა და მსახიობი სანაპიროზე არ დაბრუნდა. ნავის პოვნისას, მასში მხოლოდ ჯოუზის ეძინა სამაშველო ჟილეტით. ბიჭმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ის დედასთან ერთად ტბაში ცურავდა, როცა რივერამ ნავზე დაბრუნებისკენ მოუწოდა, მაგრამ თავად ეს ვერ შეძლო. პოლიციის ვარაუდით, მსახიობის დახრჩობა წყვეტილ დინებას შეიძლებოდა გამოეწვია. მისი ცხედარი რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ იპოვეს.
რივერას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, Glee-ის შემქმნელებმა და მსახიობებმა ჯოუზისთვის ფონდი დააფუძნეს. პოპულარული სერიალის ვარსკვლავებმა თავიანთ მეგობარსა და კოლეგას GLAAD-ის დაჯილდოებაზეც მიაგეს პატივი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები