ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა
აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოცნების ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ელჩმა მინისტრს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ახლად დანიშნული მრჩევლები შინაგან საქმეთა საკითხებში — ჰაქან ბეჯელი და ნეჯმეთინ თეთიკი წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა ახლად დანიშნულ მრჩევლებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისა და თურქული მხარის უწყვეტი მხარდაჭერისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თურქეთის ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების პროცესში. ვახტანგ გომელაურმა მადლიერება გამოხატა თურქული მხარის ინიციატივაზე NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში "ზღვის მცველი" ჩართულ თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო — საზღვაო ძალების ხომალდებზე ქართული კონტინგენტის განთავსების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიურად გაგრძელდება უწყებებს შორის დაგეგმილი შეხვედრებისა და სამუშაო ვიზიტების განხორციელების ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-მა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და სპეცრაზმის უფროსის (ზვიად ხარაზიშვილის "ხარებას") მოადგილე მირზა კეზევაძე "მაგნიცკის აქტით" დაასანქცირა.
ამავე დღესვე დაასანქცირა გომელაური დიდმა ბრიტანეთმა. მის გარდა გაერთიანებული სამეფოს სანქციები შეეხო — შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს ("ხარება") და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები