სოციალური სამართლიანობის ცენტრი: "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ დაკავებებს პოლიტიკური შურისძიებისთვის იყენებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) 19 თებერვლის (18 თებერვლის ღამით) საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ ტვ პირველის ოპერატორ ლაშა ჯიოშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. SJC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ლაშა ჯიოშვილი და გამოიძიონ მისი მიმართ ძალის გამოყენების ფაქტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა ააშკარავებს, რომ ოცნება თვითნებურ ადმინისტრაციულ დაკავებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული მიზნებით იყენებს და ამ პროცესში უგულებელყოფს დაკავებულების უფლებებს.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას. ჩვენი შეფასებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ ქართული ოცნება თვითნებურ ადმინისტრაციულ დაკავებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული მიზნებით იყენებს და ამ პროცესში სრულად უგულებელყოფს დაკავებულების საპროცესო უფლებებს.
გუშინ, 18 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა იძულებით ჩასვეს ავტომობილში. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ გამტაცებელი ძალოვნები არ არიან იდენტიფიცირებადები, მათ არ განუმარტავთ ოპერატორის დაკავების საფუძველი და არც თავი წარუდგენიათ მისთვის. ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს განყოფილებაში მიყვანამდე ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს, სამართალდამცავები მას ემუქრებოდნენ და იყენებდნენ არაპროპორციულ ფიზიკურ ძალას მის მიმართ, რის გამოც მას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები. საათების განმავლობაში, დაკავებულის ადგილსამყოფელი უცნობი იყო როგორც ადვოკატისა და ოჯახის წევრების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის.
18 თებერვლის აქციაზე ლაშა ჯიოშვილს ჰქონდა ბანერი, რომელიც სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს გამართულ მასშტაბურ პროტესტსა და პერფორმანსს მიემართებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ბანერის შემდეგ იქცა ოპერატორი ნიღბიანების სამიზნედ.
საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ლაშა ჯიოშვილის დაკავებას ასახავს, ისმის მისი ხმა — "რაღაცას მიდებენ ჯიბეში". შესაძლოა, სამართალდამცავები ახორციელებდნენ რომელიმე საპოლიციო მოქმედებას, მაგალითად ზედაპირულ დათვალიერებას ან ჩხრეკას, რაც დაკავებულის მხრიდან აღქმული იყო უკანონო ნივთის ჩადების მცდელობად, რადგან როგორც ჩანს, იგი ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. საფუძვლის გაცნობისა და ოქმის შედგენის გარეშე დათვალიერების ჩატარება კი უკანონო და თვითნებურია.
ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ლაშა ჯიოშვილს ათამდე პირი აკავებდა. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ არცერთი დამკავებელი პირის სამართალდამცავებად იდენტიფიცირება ვიზუალურად შესაძლებელი არ ყოფილა; ვიდეოჩანაწერში ისმის მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ხმა — "პოლიციიდან ვარ", თუმცა უცნობია დანარჩენი პირების ვინაობა. შესაძლოა, დაკავებულს შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ მას კერძო პირები აიძულებდნენ მანქანაში ჩაჯდომას, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში "ტიტუშკების" მიერ მოქალაქეებზე თავდასხმა ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა. ზოგადად, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და დაკავების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ორგანოებსაც, რომელთა წარმომადგენლებიც სამოქალაქო ფორმას ატარებენ, თუმცა ამ ჯგუფებს შსს, სავარაუდოდ, საჭიროების გარეშე და დამსჯელობითი მიზნით იყენებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც 2 თვეზე მეტია ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქცია, ცხადია, არსებობს საპატრულო პოლიციის (ფორმიანი სამართალდამცავების) მობილიზების შესაძლებლობა. დემონსტრანტების დაკავებისთვის საპატრულო პოლიციის ფორმიანი წარმომადგენლების ნაცვლად, კრიმინალური პოლიციის ჯგუფის გამოყენება შესაძლოა, დემონსტრანტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და დასჯის მიზანს ემსახურებოდეს.
ბოლო პერიოდია, ქართული ოცნება ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმს აქტიურად იყენებს პროტესტის ჩახშობისა და განსაკუთრებულად აქტიური დემონსტრანტების დაშინების მიზნით. კანონმდებლობით, პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დაკავების საფუძველი და უფლებები, აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან დაკავშირებისა და დაკავების ფაქტის ახლობლებისთვის შეტყობინების შესაძლებლობა. ამ მოთხოვნების საპირისპიროდ, დამკვიდრებულ ტენდენციად იქცა არაიდენტიფიცირებადი სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავება გატაცებით და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, არამედ დემონსტრანტებზე ზეწოლის გაძლიერების მოტივით აიხსნება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები