მიიღე მონაწილეობა საჯარო მეტყველების კონკურსში და გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი უკვე მეცამეტე წელია ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის პროექტის — საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია.
კონკურსი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ საჯარო მეტყველების ხელოვნებას, აღმოაჩინონ ახალი უნარები და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში.
საჯარო მეტყველების კონკურსი 60 ქვეყანას 1 000 000 მონაწილეს აერთიანებს
ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (The English-Speaking Union — ESU) ინგლისური ენის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით 1918 წელს დაარსდა. ამ მისიის ფარგლებში, ESU ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულ ადგილს საჯარო მეტყველების კონკურსი იკავებს, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ტარდება. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო.
დღესდღეობით კონკურსში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000-ს აღწევს.
გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგება
საჯარო მეტყველების უნარი მხოლოდ პოლიტიკოსებისა და პროფესიონალი ორატორების პრივილეგია არ არის. მსგავსი გამოცდილება ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება - იქნება ეს სოციალური ურთიერთობების დახვეწა, პროფესიული უნარების გამომუშავება, საკუთარი შიშების გადალახვა თუ ახალი ენის სიღრმისეულად შესწავლა. სწორედ ამ შესაძლებლობების შესახებ საუბრობს კონკურსის 2024 წლის გამარჯვებული, ბაჩო უგრეხელიძე.
"უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიას და ფილოსოფიას ვსწავლობ, სამომავლოდაც ვგეგმავ, რომ ინგლისური ლიტერატურის ლექტორი და პროფესორ-მკვლევარი გავხდე. ჩემს პროფესიაში კარგი საჯარო მეტყველება აუცილებელია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობაც. როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს სალექციო თემა, აუცილებელია, რომ მისი სწორად გადმოცემა შეძლო და აუდიტორიას არ მოსწყინდეს შენი მოსმენა.“
კონკურსში გამარჯვება და მოგზაურობა ინგლისში
ბაჩომ კონკურსში მონაწილეობა პირველად 2023 წელს მიიღო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. მიღებული გამოცდილებისა და შეცდომების გაანალიზების წყალობით, მან მეორე მცდელობაზე გამარჯვება შეძლო და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.
"ჟიურის წევრებს ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმი აქვთ - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დახვეწილი მეტყველება. გარდა ამისა, თავდაჯერებულობა, ჟესტიკულაცია, ზოგადი განათლება, თემის შინაარსი და სტრუქტურა. საბოლოო ეტაპზე, რომელიც ინგლისში იმართება, კონკურენცია გაცილებით მაღალია, რადგან იქ საკუთარ ქვეყნებში გამარჯვებული საუკეთესო მონაწილეები იკრიბებიან. დაძაბულობის მიუხედავად, მაინც არ იყო სტრესული გარემო, რადგან ძალიან კარგად დაგვხვდნენ — დაგვათვალიერებინეს ბევრი საინტერესო ადგილი და საბოლოო ჯამში, კონკურსის პარალელურად ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ.”
ინდივიდუალობა, როგორც მთავარი იარაღი
ყველა ადამიანი განსხვავებულია, შესაბამისად, მრავალფეროვანი და თავისებურია მათი გამოსვლის სტილიც. როგორც ბაჩო აღნიშნავს, სწორედ ამ ინდივიდუალობას ეძებენ ჟიურის წევრებიც მონაწილეებში.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შემიძლია სხვა მონაწილეებს მივცე, არის ის, რომ მაქსიმალურად ავთენტურები და გულწრფელები იყვნენ. ჟიური ამას ყოველთვის აკვირდება და სიყალბესაც ადვილად ამჩნევს. ყველაზე ეფექტურია, რომ შენი საკუთარი სტილი იპოვო და კონკურსში მოცემული თემები პირად ინტერესებს დაუკავშირო. როცა გეტყობა, რომ შენ თვითონ გაინტერესებს რაზეც ლაპარაკობ, ეს თემა მით უფრო დააინტერესებს და ჩაითრევს მსმენელსაც.”
კონკურსის დეტალები
კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ტურში მონაწილეები წინასწარ მოცემულ თემაზე ამზადებენ ხუთწუთიან პრეზენტაციას. მეორე ეტაპზე გამოსვლას ემატება იმპროვიზაციული ტური. ხოლო ფინალურ ტურში კონკურსანტის გამოსვლას ბრიტანეთის ელჩი, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები აფასებენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ESU-GEORGIA წელსაც აცხადებს კონკურსს საჯარო მეტყველებაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მეილზე — britishcornerbc@gmail.com
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები