The Telegraph: ბრიტანეთის პრემიერი ტრამპს უკრაინაში 30 000 ჯარისკაცის გაგზავნის გეგმას წარუდგენს
ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი, ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, დონალდ ტრამპს 30 000 ევროპელი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნის გეგმას წარუდგენს.
პრემიერმინისტრი და აშშ-ს პრეზიდენტი, მომავალ კვირას ვაშინგტონში შეხვდებიან, სადაც ის ტრამპს ამ გეგმას გააცნობს და მოუწოდებს, რომ აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული ჰქონდეს მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები, რათა რუსეთის მიერ ზავის პირობის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის პასუხი შეძლოს.
უცხოური მედიები ამ სტრატეგიას "დამზღვევ ძალას" [Reasurence force] უწოდებენ. სტრატეგია პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე შემუშავდა, როდესაც ისინი დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო მოლაპარაკებას განიხილავდნენ.
პრემიერმინისტრმა სტარმერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მსგავს შეთანხმებას "ამერიკის ზურგის გამაგრება" სჭირდება იმის გარანტიისთვის, რომ რუსეთმა თავდასხმა არ ცადოს.
"ამერიკის ზურგის გამაგრების" მიზანი იქნება გვქონდეს ნდობა, რომ რა ძალებიც იქნება განლაგებული, რუსეთი მათ არ დაუპირისპირდება," — განაცხადეს დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
The Telegraph-ის თქმით, სტრატეგიის შედგენის მიზეზი იყო შიში, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინასთან დაკავშირებული ვალდებულებებისგან "ხელებს დაიბანდა".
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ევროპელებსა და კანადას ეკისრება.
The Telegraph-ის თანახმად, ზემოხსენებული 30 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ადგილებში, მათ შორის — ბირთვულ ელექტროსადგურებთან.
"ომით განადგურებულ ქვეყანაში გაცილებით დიდი ძალების განლაგების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა ტექნიკურ მონიტორინგს, მათ შორის სადაზვერვო, სათვალთვალო და სადაზვერვო თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა "სრული სურათი" უზრუნველყოს იმის შესახებ, თუ რა ხდება," — განაცხადეს დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამასთან საპატრულო ხომალდები გაიგზავნებიან შავ ზღვაში, რათა ამონიტორინგონ რუსული საფრთხე კომერციული საზღვაო გზების მიმართ.
დონალდ ტრამპის ინიციატივით, აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყო, თუმცა მასში ჯერჯერობით არც უკრაინა და არც ევროკავშირის ქვეყნები ჩართულები არ არიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები