საქართველო vs დანია: გადამწყვეტი შეხვედრა — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ევროპის კონტინენტის მთავარი საკალათბურთო ტურნირის, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. G ჯგუფის წევრი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჯერ 21 თებერვალს თბილისში დანიის, შემდეგ კი 24 თებერვალს გასვლაზე სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
რა მოლოდინებია ფინალის ტოლფასი თამაშის წინ?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა 10 თებერვალს სუპერლიგის 12 მოთამაშე შეკრიბა, რომელთაგან გენერალური შეკრებისთვის 8 კალათბურთელი შეარჩია. გენერალურმა შეკრებამ 18 თებერვალს აიღო სტარტი და ადგილობრივ მოთამაშეებს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების რჩეული 15-ეული ასე გამოიყურება:
რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი), კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონიაU18, ესპანეთი), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკა მაზიაშვილი (ამრა გაგრა), კახა ჯინჭარაძე (ამრა გაგრა), დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი), სანდრო სანაძე (ზესტაფონი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (ბათუმი), გიორგი კორსანტია (ქუთაისი).
რაც შეეხება დანიის საკალათბურთო ნაკრებს, ალან ფოსის გაწვრთნილი გუნდი ჩვენ წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს — მათ რიგებში იქნება ევროლიგის ორივე ვარსკვლავი: პარტიზანის უკანახაზელი, იფე ლუნდგერგი და მილანის მსუბუქი ფორვარდი, შევოლ შილდსი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დანიასთან თამაშის შემდეგ საქართველო შეხვედრას სერბეთთან გამართავს.
სერბეთი 4 მოგებითა და არცერთი წაგებით G ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია; ევრობასკეტის თანამასპინძლის სტატუსის გამო მშვიდადაა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ფინეთის ნაკრებიც, რომელიც ისედაც ითამაშებს ტურნირის ფინალურ ეტაპზე. დარჩა საქართველო (2 მოგება; 2 წაგება) და დანია (1 მოგება; 3 წაგება) — საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდს დანიასთან ნებისმიერი ანგარიშით მოგება ჰყოფნის, რომ ზედიზედ მეექვსედ გაინაღდოს ევრობასკეტის საგზური, შესაბამისად, 21 თებერვლის თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ფაქტობრივ ფინალს წარმოადგენს ჩვენთვის.
კონტინენტის პირველობაას ერთდროულად 4 ქვეყნის 4 ქალაქი უმასპინძლებს: ტამპერე (ფინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და რიგა (ლატვია). ტურნირი 27 აგვისტოს აიღებს სტარტს, 14 სექტემბრამდე გაგრძელდება და ევროპის 24 საუკეთესო ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:
საქართველო VS დანია — 21 თებერვალი, 21:00 საათი;
სერბეთი VS საქართველო — 24 თებერვალი, 23:00 საათი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველად ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე 14 წლის წინ, 2011 წელს ითამაშა და მას შემდეგ ყოველ ჯერზე ახერხებდა საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ტურნირზე მოხვედრას. საუკეთესო შედეგი (მე-11 ადგილი) სწორედ 2011 წელს მოვიპოვეთ.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, გავავსოთ ახალი სპორტის სასახლე და ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს დარჩენილ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში. წინ ევრობასკეტია!
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები