უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავზე მსოფლიოს ლიდერები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ
ფოტო: NEWS.On.ge
დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავზე მსოფლიოს ლიდერები უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.
კიევში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა უკრაინის პარტნიორების სამიტზე ჩავიდნენ.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა, რომ "რუსეთის სასტიკი შემოჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია".
"ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა.
გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე.
ეს არის ევროპის ბედი", — წერს ფონ დერლაიენი.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქართველი ხალხი პატივს სცემს უკრაინელების სიმამაცეს და გამძლეობას და მხნეობას უსურვებს.
"საკუთარი ქვეყნის, საკუთარი თავისუფლებისა და ჩვენი საერთო მომავლის დაცვის მესამე წელს ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის სოლიდარულია. პატივს ვცემთ თქვენ სიმამაცესა და გამძლეობას. მხნეობას გისურვებთ" — წერს ზურაბიშვილი X-ზე.
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ წერს, რომ უკრაინამ მოლდოვა ომისგან დაიცვა და ამას მოლდოველები არასოდეს დაივიწყებენ.
"ომის სამი წელი. მსხვერპლის სამი წელი. გამბედაობის სამი წელი.
უკრაინამ დაიცვა მოლდოვა ომის საშინელებისგან. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. ჩვენი გული, ჩვენი სახლები და ჩვენი მხარდაჭერა რჩება უკრაინელ ხალხს", — წერს მაია სანდუ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლის თავზე, გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი წერს, რომ “ევროპა უკრაინის გვერდით მტკიცედ რჩება და უკრაინა უნდა გავაძლიეროთ”.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომის სამი წელი, ევროპაში ომის სამი წელი - სამი წლის განმავლობაში ჩვენ თან გვდევს ომის დანაშაულებისა და დანაშაულების საზარელი კადრები. ევროპა უკრაინის გვერდით მტკიცედ რჩება. ახლა ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინა უნდა გავაძლიეროთ. სამართლიანი მშვიდობისთვის თავდასხმის მსხვერპლი ქვეყანა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი", — წერს მერცი.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს უკრაინის პარტნიორების სამიტს 13 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, დაესწრებიან, კიდევ 24 ლიდერი კი სამიტში მონაწილეობას ვიდეოჩართვის საშუალებით მიიღებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები