როგორ თანამშრომლობს Meta მთავრობასთან? — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ფოტო: bitdefender
მარკ ზაკერბერგის მფლობელობაში შემავალი კომპანია Meta, რომელიც ფეისბუქს, ინსტაგრამსა და WhatsApp-ს აერთიანებს, მჭიდროდ თანამშრომლობს იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან, რომელთა ფარგლებშიც ოპერირებს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მთავრობისთვის რაიმე ნიშნით საინტერესო ინდივიდი ხართ და თქვენზე კრიმინალური ეჭვის მიტანის საფუძველი არსებობს, შესაძლოა, სახელმწიფომ თქვენზე ინფორმაცია Meta-სგან გამოითხოვოს.
Meta-ს ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოს მთავრობამ კომპანიას 30 ანგარიშის შესახებ მოსთხოვა ინფორმაციის გადაცემა. ყველაზე მეტი, 47 ადამიანის სოციალური ქსელით საქართველოს მთავრობა 2023 წელს დაინტერესდა — შესაძლოა, ეს ფაქტი 2023 წელს მიმდინარე მასშტაბურ აქციებს და მოსახლეობის დაშინების პრაქტიკას დავუკავშიროთ.
რა ინფორმაციის გადაცემა შეუძლია Meta-ს მთავრობისთვის?
Meta-ს შეუძლია საქართველოს მთავრობას გადასცეს:
- ინფორმაცია ჩვენი ლოკაციის შესახებ — IP მისამართი, GPS ლოკაცია (თუ ჩართული გვაქვს);
- პირადი მიმოწერა — ფოტოები, ვიდეოები, ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც მესენჯერში, ინსტაგრამსა თუ WhatsApp-ზე ვგზავნით. Meta ინახავს ჩვენს წაშლილ მიმოწერებსაც;
- პოსტები, ანგარიშის მიერ მართული ჯგუფების შიდა ინფორმაცია;
- ანგარიშის მიერ დაწერილი კომენტარები, მოწონებული პოსტები;
- მეგობართა სია;
- ზოგადი ინფორმაცია — სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ა.შ.
რის საფუძველზე შეუძლია მთავრობას Meta-სთვის ინფორმაციის თხოვნა?
სახელმწიფოს Meta-ს მსგავსი კერძო კომპანიისთვის პირადი სახის ინფორმაციის მოთხოვნა ძირითადად ლეგალურ საფუძველზე დაყრდნობით შეუძლია. მაგალითად:
- თუ პირის Meta-ს ანგარიშის შემოწმება სასამართლოს განჩინებითაა მოთხოვნილი;
- თუ პირი სასამართლოშია გამოძახებული კანონდარღვევის გამო, ან მოწმეა საქმეში (ამ შემთხვევაში Meta მთავრობას ძირითადად ზოგად ინფორმაციას აწვდის ანგარიშის შესახებ — სახელს, გვარს, IP მისამართს).
- თუ ანგარიშის მფლობელი სასწრაფო საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის ან საკუთარი თავისთვის — ტერორიზმი, გატაცება, სუიციდი.
- თუ ანგარიშის მფლობელს ძალადობაში ან პირადი ინფორმაციის შენახვაში ედება ბრალი;
- შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას ინდივიდუალური შეთანხმება ჰქონდეს Meta-სთან.
რომელი აპლიკაციაა ყველაზე უსაფრთხო კომუნიკაციისთვის?
ფოტო: bitdefender
ამ ეტაპზე პირადი მიმოწერებისთვის ყველაზე უსაფრთხო აპლიკაციად ტექნოლოგიის ექსპერტები Signal-ს ასახელებენ. Signal-ს end-to-end დაშიფვრა და დამოუკიდებელი სტრუქტურა აქვს, ანუ, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, მას ფონდი მართავს და არა დიდი ტექნოლოგიური კომპანია. Signal განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა აქტივისტებისა და იმ პირთა მთავარი საკომუნიკაციო საშუალება, რომელთათვისაც დაცულობა მნიშვნელოვანია.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც Signal მონაცემებს არ აგროვებს, მისი არაკომერციული ხასიათია. ამ აპლიკაციას არ აქვს რეკლამები და, შესაბამისად, არც არანაირი ინტერესი, რომ საკუთარი მომხმარებლები იკვლიოს. სანაცვლოდ ის გრანტებითა და კერძო ინვესტორების მიერაა დაფინანსებული.
იხილეთ ასევე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები