დიდი ბრიტანეთი რუსეთს 2022 წლის შემდეგ უდიდეს სანქციების პაკეტს უწესებს
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 3 წლის თავზე, დიდი ბრიტანეთი აგრესორს საქნციების 2022 წლის შემდეგ უდიდეს პაკეტს უწესებს.
სანქციათა პაკეტის სამიზნეები არიან რუსული სამხედრო მომარაგების ჯაჭვი, ე.წ "ჩრდილოვანი ფლოტი", რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობაშია ჩართული და კონკრეტული პირები, რომლებიც პუტინის რეჟიმს აძლიერებენ.
"როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა გასულ კვირას, ჩვენ ჩვენი კონტინენტის კოლექტიური უსაფრთხოების გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. გაერთიანებული სამეფო მუშაობს მოკავშირეებთან ერთად უკრაინა საუკეთესო პოზიციაში მოსაქცევად, რათა მშვიდობა მყარად და ძლიერად მოიპოვოს. დღევანდელი ქმედება ამ მიზნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია", — ვკითხულობთ პრიტანეთის პარლამენტის პრესრელიზში.
ბრიტანული სანქციები შეეხებათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ იმ ელექტრომოწყობილობების დამზადებაში, რომელთაც რუსეთი შეიარაღებაში იყენებს.
პრესრელიზის მიხედვით, დასანქცირდნენ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ნო კვანგ-ჩოლი და სხვა გენერლებიც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან 11 ათასი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცის ომში გაგზავნაზე, რომელთაც რუსეთი "საზარბაზნე ხორცად" იყენებს.
დასანქცირდება დამატებით 13 რუსული სამიზნე, მათ შორის Grant-Trade-ის მფლობელი მარატ მუსტაფაევი და მისი და დინარა მუსტაფაევა, რომლებმაც კომპანია რუსეთში განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებების ევროპიდან შესატანად გამოიყენეს.
ომის წლების განმავლობაში პირველად, დასანქცირდნენ უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიც, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ — ასეთია ყირგიზეთში ბაზირებული ბანკი OJSC Keremet Bank.
"დღევანდელი ქმედება, უდიდესი ბოლო 3 წელიწადში, ხაზს უსვამს უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს თანადგომას. თითოეული შეფერხებული სამხედრო ხაზი, თითოეული დაბლოკილი რუბლი და პუტინის აგრესიის თითოეული გამოვლენილი მხარდამჭერი წინ გადადგმული ნაბიჯია ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი — სწორედ ამიტომ ვართ ფოკუსირებული, უკრაინა შესაძლო უძლიერეს პოზიციაში მოვაქციოთ", — განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემმა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები