ემანუელ მაკრონი უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხის განსახილველად დონალდ ტრამპს შეხვდა — რა გავიგეთ
24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს თეთრ სახლში, უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მიმდინარე სამშვიდობო მოლარაპაკებებზე სასაუბროდ შეხვდა.
დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე დაადასტურა, რომ აშშ და უკრაინა ძალიან ახლოს არიან იშვიათი მინერალების შეთანხმების მიღწევასთან, რომლის გამოც, გასულ კვირას დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს "დიქტატორიც" კი უწოდა.
ასევე იხილეთ: ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა
ტრამპმა განაცხადა ისიც, რომ, შესაძლოა მიმდინარე ან შემდეგ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდეს აღნიშნული შეთანხმების ხელმოსაწერად.
"მას შეუძლია ამ ან შემდეგ კვირას მოვიდეს ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, რაც ძალიან კარგი იქნებოდა", — განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრასაც.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის, მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის სამშვიდობო ძალებიც ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. ტრამპი დაეთანხმა ევროპული ქვეყნების სამშვიდობოების გაგზავნას და განაცხადა ისიც, რომ ამასთან დაკავშირებით პუტინს ესაუბრა და ის ამ შეთავაზებას მიიღებს.
კითხვაზე, უნდა დაუთმოს თუ არა ტერიტორიები უკრაინამ რუსეთს მშვიდობის მისაღწევად, ტრამპმა განაცხადა, რომ "ამას ვნახავთ" და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ახლა იწყება.
ტრამპმა განაცხადა ისიც, რომ თუ ლიდერები "ჭკვიანები" არ იქნებიან, შესაძლოა საქმე მესამე მსოფლიო ომამდეც მივიდეს:
"ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონი გახდა პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც დონალდ ტრამპს ესტუმრა მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. პრეზიდენტების შეხვედრა 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, მოგვიანებით კი ორივე ლიდერი დიდი შვიდეულის (G7) ონლაინ-შეხვედრას დაესწრო.
მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპს შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კეირ სტარმერიც, რომელიც ეცდება, დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში ნაჩქარევად არ იმოქმედოს და პროცესში ევროპა და უკრაინაც ჩართოს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები