თეგეტა ჰოლდინგსა და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
ფოტო: თეგეტა
თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხით. ამ მიზნით გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმი მიმდინარე წელს განახლდა, რაც მათ წარმატებულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მემორანდუმი სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას გულისხმობს.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "თეგეტას წარმატების ხერხემალი ჩვენი თანამშრომლებია. მათი უსაფრთხოება და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება კი — ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა UNFPA-სთან და ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობისა თუ ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. თეგეტა პირველი კომპანიაა ქართულ ბიზნესსექტორში, რომელმაც, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პროექტი "მამაკაცური საუბრები“ UNFPA-სთან თანამშრომლობით განახორციელა.
დღევანდელი დღე არის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების ახალი ეტაპი და ის საშუალებას მოგვცემს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კომპანიაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ. UNFPA-სთან პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი თანმიმდევრულად და ეფექტიანად გავაგრძელოთ“.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, განაახლონ აქტიური თანამშრომლობა სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზებისა და, ზოგადად, პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობას.
მარიამ ხანი, UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში: "ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA), მოხარულნი ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა თეგეტა ჰოლდინგთან, კომპანიასთან, რომელიც მზად არის, გაატაროს პოზიტიური ცვლილებები ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკის დანერგვით სამუშაო ადგილას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით. ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება, ერთიან მოქმედებას მოითხოვს. ბიზნესთან პარტნიორობა, რომელიც თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აუცილებელია არსებითი ცვლილებებისთვის“.
UNFPA-სთან თანამშრომლობით, თეგეტაში დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ინიციატივები გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.
განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, თეგეტა ჰოლდინგი გააგრძელებს კამპანიას "კაცები ზრუნავენ“ და ტრენინგები მოიცავს რეგიონებსაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არეალებში, სადაც თეგეტას ფილიალებია განთავსებული. UNFPA -სთან ერთად, გაგრძელდება ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკაზე მუშაობაც და მოერგება ბიზნესის ახალ სტრატეგიულ ხედვასა და მიდგომებს, რომლებიც მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას შრომის ბაზარზე და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
თეგეტა ჰოლდინგი, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მრავალფეროვანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაზე, როგორც რეკრუტინგის პროცესისა და ახალი სამუშაო ძალის მოზიდვის, ისე არსებული სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების კეთილდღეობასა და კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განვითარებას.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები