"არ ვივიწყებთ იმ 25 თებერვალს, იმ ძალიან ცივ დღეს" — სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა
ფოტო: NEWS.On.ge სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, 25 თებერვალი
დღეს, 25 თებერვალს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და გმირთა მოედნის გავლით, რუსთაველის გამზირისკენ მარშით დაიძრნენ.
1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების თარიღია.
დღევანდელი მარშებიც სწორედ იმ ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფების სახელობის იყო, ვინც იმ დროინდელ საქართველოში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
2025 წლის 25 თებერვალს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი საღამოს 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირი დღეს 90-ედ გადაიკეტა.
"არ ვივიწყებთ იმ 25 თებერვალს, იმ ძალიან ცივ დღეს. დღესაც არის ძალიან ცივი დღე. არ გვავიწყდება, რომ სწორედ აქ, რუსთაველზე მოაბიჯებდა რუსეთის ჯარი"
დღეს ალბათ ყველა სკოლაში უნდა აასწავლიდნენ, დღეს რა დღეა, რა მოხდა მაშინ, ვინ შემოაბიჯა ჩვენს დედაქალაქში, ვინ იყო ის ვითომცდა მშვიდობის მტრედი, რომელთანაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1920 წლის 7 მაისს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომ ის მას მშვიდობას და სუვერენიტეტის აღიარებას მოუტანდა, და 9 თვის შემდეგ, ჯერ მელანიც არ იყო შემშრალი, რომ შემოაბიჯა რუსულმა ჯარმა.
ეს არის რუსეთი. დღეს პროპაგანდა რომ გვეუბნება, რომ რუსეთს მშვიდობა უნდა და ვიღაცას, ომის პარტიას უნდა ომი - ეს უნდა გავიხსენოთ და ამიტომ უნდა ასწავლიდნენ ამას სკოლებში. მაშინაც ამას ამბობდა რუსეთის პროპაგანდა, რომ ევროპელები იყვნენ იმპერიალისტები და უნდოდათ ომი, ხოლო რუსეთს უნდოდა მშვიდობა," — თქვა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კრიზისს მხოლოდ ხელახალი არჩევნები განმუხტავს.
ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა, საარჩევნო სისტემის რადიკალური რეფორმირების საჭიროებაზე და პროევროპულ აქციებზე დაკავებული თანამოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
მე-5 პრეზიდენტმა შეკრებილი საზოგადოება გაამხნევა და მათ მადლობა გადაუხადა ღირებულებების ერთგულებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის!
"ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რა, დავუთმობთ?" — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები