Cellebrite – რა არის და როგორ დავიცვათ თავი შსს-ის 7-მილიონიანი სისტემისგან?
ფოტო: Shutterstock
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელური კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს. ეს პროგრამა მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ ტექნოლოგიაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის საშუალებას იძლევა.
რა არის Cellebrite?
Cellebrite-ის პროდუქტებს აქტიურად იყენებენ აშშ-ის, ევროპისა და აზიის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები. ეს საშუალება ძირითადად ტერორიზმთან ბრძოლისა და განსაკუთრებულად საშიში კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ ინფორმაციის გასაგებად გამოიყენება, თუმცა, კომპანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, რადგან მისი ტექნოლოგიები არაერთხელ გამოიყენეს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისთვის. სწორედ ამის გამო შეწყვიტა 2021 წელს კომპანიამ რუსეთთან და ბელარუსთან პარტნიორობა.
აღსანიშნავია, რომ Cellebrite-ს გაყიდვების მენეჯერი, ალბერტ კაცირი, შსს-სთან მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო კავკასიის რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც მათ საკუთარი ტექნოლოგიის მიყიდვა შეუძლიათ, თუმცა ეს შეიძლება მალე შეიცვალოს.
როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი ინფორმაცია Cellebrite-ს ტექნოლოგიისგან?
როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, Cellebrite-სგან თავისა და მობილური მოწყობილობების დაცვა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.
- თუ ისეთ მობილურ ტელეფონს ხმარობთ, რომელზეც სისტემური განახლებები აღარ გამოდის, გირჩევთ, შეცვალოთ მოწყობილობა. ასეთი ტელეფონებში შეღწევა Cellebrite-ს სისტემას ძალიან მარტივად შეუძლია.
- როცა მოწყობილობა სისტემურ განახლებას გთავაზობთ, გაითვალისწინეთ რეკომენდაცია და განაახლეთ ტელეფონი.
- დააყენეთ ძლიერი პაროლი — 4 ან მეტი სიტყვისგან შემდგარი, პაროლების გენერატორის მიერ შედგენილი კოდი. Cellebrite-ს სტანდარტული, 6-ციფრიანი პაროლით დაცულ მოწყობილობაში შეღწევა უმარტივესად შეუძლია. ასევე, რეკომენდებულია Face ID-ისა და თითის ანაბეჭდის ამოცნობის დაყენება მობილურის დასაცავად.
- თუ ფიქრობთ, რომ საფრთხეში ხართ და შეიძლება ტელეფონი გარეშე პირებმა ჩამოგართვან, გათიშეთ მოწყობილობა.
ამ ყველაფერთან ერთად, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ და გაეცნოთ კიბერუსაფრთხოების ვებსაიტს FOI.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები