Cryptal-ზე SWAP გამოჩნდა — გადაცვალე პოპულარული კრიპტო ერთმანეთში
ფოტო: Cryptal
H1: Cryptal-ზე SWAP გამოჩნდა — გადაცვალე პოპულარული კრიპტო ერთმანეთში
Cryptal-ზე სიახლეა — ერთი კრიპტო აქტივის მეორეში გადაცვლა უკვე პირდაპირ, SWAP ფუნქციის დახმარებით არის შესაძლებელი!
კრიპტო სამყარო და მასთან დაკავშირებული ისეთი პოპულარული ციფრული აქტივები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი ან USDT არიან, სულ უფრო აქტიურად ჩნდებიან ჩვენს ფინანსურ ცხოვრებაში.
მათი პოპულარობა საგრძნობლად გაზრდილია საქართველოშიც და მოიმატა ისეთი ადამიანების რაოდენობამაც, რომლებიც სხვადასხვა კრიპტო აქტივს ფლობენ ან ტრანზაქციების განსახორციელებლად მათ თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.
ამის პარალელურად, ადამიანებს გაუჩნდათ საჭიროება, რომ კრიპტოებთან დაკავშირებული სერვისები მაქსიმალურად სწრაფად, კომფორტულად და მარტივად მიიღონ — იქნება ეს კრიპტოს ყიდვა, სხვაგან გადარიცხვა თუ გადაცვლა.
სწორედ ამ საჭიროებას ემსახურება პლატფორმაზე სვაპ ფუნქციის გამოჩენაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ორი ქოინი ერთმანეთში პირდაპირ გადაცვალონ — ბიტკოინი ლაითქოინში, ეთერიუმი ბიტკოინში და ა.შ.
H2: რა არის SWAP ფუნქცია?
კრიპტო სვაპი არის, ტრადიციული სავაჭრო მეთოდების გარეშე, ერთი კრიპტო აქტივის მეორეზე გადაცვლის მარტივი და სწრაფი გზა. ვაჭრობისგან განსხვავებით, რომელიც ბირჟაზე ორდერის განთავსებასა და მისი დაკმაყოფილების მოლოდინს გულისხმობს, სვაპი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტო აქტივები პირდაპირ ერთმანეთში გადაცვალონ.
SWAP-ის ფუნქცია აქრობს ბირჟის, გარიგებისა და მსგავსი, შედარებით რთული სერვისების საჭიროების აუცილებლობას. ნაცვლად ამისა, ის მომხმარებლებს აქტივების ერთმანეთში გადაცვლას სწრაფად და უპრობლემოდ სთავაზობს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ რომ ბაზრის ცვალებადობას მომენტალურად უპასუხონ და ვაჭრობის, დალოდებისა და ტექნიკური დეტალების გარეშე, მყისიერად შეძლონ სასურველი კრიპტო აქტივის მიღება პირდაპირ, სხვა ქოინის გამოყენებით.
სვაპი გამოირჩევა მომხმარებლებზე მორგებული ფუნქციონალით და მისი წყალობით კრიპტო ტრანზაქციები გაცილებით ხელმისაწვდომია, მათ შორის დამწყებთათვისაც.
H2: რა უპირატესობები აქვს SWAP გამოყენებას?
კრიპტალის ახალი ფუნქციით სარგებლობა მომხმარებლებს სიახლის პარალელურად, ნაცნობ ხარისხსა და უპირატესობებსაც სთავაზობს:
- სისწრაფე — ერთი აქტივის მეორეში გადაცვლა მყისიერად არის შესაძლებელი. სვაპი არ მოითხოვს დიდ დროს და არ ახასიათებს შეფერხებები. მომხმარებელს სასურველი კრიპტოს მიღება სწრაფად შეუძლია.
- სიმარტივე — არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გამოცდილება აქვს ადამიანს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით.
სვაპის ფუნქციით სარგებლობა ერთნაირად მარტივია, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები მომხმარებლებისათვის. - კომფორტი — თუკი ადამიანს ერთი კრიპტოს სანაცვლოდ მეორის მიღება უნდა, ამის გაკეთება ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე შეუძლია.
არ არის საჭირო, ნაღდი ფულის ან სტაბილური ქოინების გამოყენება, დამატებითი ტრანზაქციები და ანგარიშზე თანხის შეტანა.
კომფორტულად — ერთი აქტივის სანაცვლოდ მეორის მიღება რამოდენიმე კლიკშია შესაძლებელი. - მრავალფეროვნება — კრიპტალზე სვაპის ფუნქციის გამოყენებისას ხელმისაწვდომია უამრავი ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივი, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან.
მომხმარებელს მისი სურვილის მიხედვით შეუძლია შეარჩიოს სავაჭრო წყვილი და პლატფორმაზე არსებული უამრავი ქოინიდან მისთვის სასურველი ციფრული აქტივი მიიღოს.
H2: ვის სჭირდება SWAP-ის გამოყენება?
სვაპის გამოყენება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კრიპტოს მიღება სწრაფად და ზედმეტი პროცედურების გარეშე სურს. ფუნქციით სარგებლობა კი, განსაკუთრებით გამოსადეგია:
- დამწყებთათვის — სვაპი განსაკუთრებულად მოსახერხებელი იმ მომხმარებლებისთვის არის, რომლებსაც არ სურთ რომ შეხება ჰქონდეთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ტერმინებთან და ფუნქციებთან და ამის არც გამოცდილება გააჩნიათ. Swap სასურველი კრიპტო აქტივის მიღების გზას საგრძნობლად ამარტივებს.
- თრეიდერებისთვის — ადამიანებს, რომლებიც აქტივებს გრძელვადიანი პერიოდით ინახავენ, დროდადრო შეიძლება პორტფელის დაბალანსება და დივერსიფიცირება დასჭირდეთ. სვაპის ფუნქცია მათ საშუალებას აძლევთ, ბაზრის მერყეობის პერიოდში სწრაფად გადაცვალონ თავიანთი კრიპტო აქტივები სტაბილურ ქოინებში და დანაკარგებისგან თავი დაიცვან.
- სწრაფი ლიკვიდურობის მსურველთათვის — თუკი მომხმარებელს სჭირდება აქტივების სწრაფი კონვერტაცია — იქნება ეს ტრანზაქციები, განაღდებები თუ მსგავსი სცენარები — SWAP მყისიერ და ეფექტურ საშუალებად გვევლინება ლიკვიდურობის მძებნელთათვის.
H2: როგორ გადავცვალო ანუ დავსვაპო ერთი კრიპტო მეორეში?
იმისათვის, რომ მომხმარებელმა კრიპტო სვაპი ანუ ერთი ქოინის მეორეში გადაცვლა შეძლოს, კრიპტალზე მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია უნდა გაიაროს, რომელიც სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს.
ამის შემდგომ, პლატფორმაზე გამოჩნდება ველი სახელად Swap, საიდანაც შესაძლებელია ერთი კრიპტოს მეორეში სვაპი.
პრინციპი მარტივია, საჭიროა ორი სასურველი აქტივის არჩევა — ერთი ქოინი, რომელსაც მომხმარებელი უკვე ფლობს და მეორე ქოინი, რომლის მიღებაც სურს. შემდგომ კი, უნდა მიუთითოს გადასაცვლელი კრიპტოს რაოდენობა.
სულ ეს არის, სვაპი მომენტალურად შესრულდება, მომხმარებლის ციფრული აქტივები კი, მის კრიპტო საფულეში აისახება.
H2: დასკვნა — კრიპტოს მიღების ახალი და სწრაფი გზა სახელად SWAP
კრიპტო აქტივების პოპულარობის ზრდის პარალელურად, იზრდება და მარტივდება მათზე ხელმისაწვდომობაც. ამაში კი, თავისი წვლილი კრიპტალსა და მის ახალ ფუნქციასაც შეაქვს.
SWAP-ის დახმარებით შესაძლებელია ერთი კრიპტო აქტივის პირდაპირ, მეორე ქოინში გადაცვლა, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურებისა და გართულებების გარეშე — BTC — ETH, LTC — SOL და ა.შ.
სვაპის გამოყენებით ადამიანები ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობას იღებენ, როგორიც სისწრაფე, სიმარტივე და მრავალფეროვნებაა. სასურველი კრიპტოს მიღება მყისიერად, დაყოვნების გარეშე არის შესაძლებელი და ის ყველასათვის ერთნაირად მარტივია, ინდუსტრიასთან დაკავშირებული გამოცდილების მიუხედავად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები