ავსტრიის კოალიციური მთავრობა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გარეშე ჩამოყალიბდება
ფოტო: ჰაინც-პიტერ ბადერი / AP
ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებულმა რადიკალ-მემარჯვენე პარტიამ ადმინისტრაციის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა, სამმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, მათ შექმნან ავსტრიის ახალი, ცენტრისტული მთავრობა.
კონსერვატიული, ავსტრიის სახალხო პარტია, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები და ლიბერალი ახლები შეთანხმდნენ კოალიციურ მთავრობაზე, რომელსაც მოსალოდნელია, რომ სახალხო პარტიის ლიდერი, ქრისტიან სტოკერი უხელმძღვანელებს, “ამ ქვეყნის ისტორიაში, მთავრობის შესახებ, ეს, ალბათ, ყველაზე რთული მოლაპარაკებები იყო”, აღნიშნა მან.
სამი კვირის წინ, ავსტრიელმა პოლიტიკოსებმა მოხსნეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეკორდი - 129 დღე მთავრობის გარეშე, რომელიც ბოლოს 1962 წელს დაფიქსირდა.
მიგრაცია, ეკონომიკა და ექსტრემიზმი
“ისტორიული და ხანგრძლივი გამოწვევები გვაქვს”, თქვა სტოკერმა, სახალხო პარტიის ლიდერმა და მიუთითა უკრაინაში მიმდინარე ომზე, ავსტრიის შეკუმშულ ბიუჯეტზე და მიგრაციის წნეხზე - ავსტრიული პოლიტიკის მთავარ თემებზე.
კოალიციური მთავრობის შეთანხმება გულისხმობს 9 მილიონიან ქვეყანაში ახალ, მკაცრ წესებს თავშესაფრის მაძიებელთათვის. მთავრობა გეგმავს შექმნას “დაბრუნების ცენტრები”, სადაც მოათავსებენ თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე. მიგრანტებისთვის ასევე უქმდება ოჯახის გაერთიანების წესი. სტოკერმა თქვა, რომ თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კვლავ გაიზრდება, ახალი მთავრობა იტოვებს უფლებას, სრულად შეაჩეროს აპლიკაციების მიღება.
კოალიციური მთავრობის შეთანხმება ასევე მოიცავს “სავალდებულო ინტეგრაციის პროგრამას” ავსტრიაში თავშესაფრის მაძიებელთათვის, რაც გულისხმობს როგორც ენის შესწავლას და ღირებულებების ათვისებას, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
სტოკერმა ასევე გვამცნო 14 წლამდე გოგონებისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვის შესახებ, რათა ისინი “სეგრეგაციის და რეპრესიისგან” იყვნენ დაცულები.
ანდრეას ბაბლერმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა კი ხაზი გაუსვა ავსტრიის დეფიციტურ ბიუჯეტს, აღნიშნა, რომ “უფრო მძიმე ტვირთის ტარება, უფრო ფართო მხრებს შეუძლიათ” და ბანკებისთვის ახალი გადასახადები დააანონსა.
ავსტრიას უმუშევრობის ზრდა და რეცესიის მესამე წელი ემუქრება. მილიარდობით ევროს დაზოგვისთვის, ის ევროკავშირის წნეხის ქვეშ იმყოფება.
ბაბლერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის ნიადაგის აღმოსაფხვრელად იმუშავებს. ეს განცხადება მან ცოტა ხნის წინ მომხდარი, სავარაუდოდ, ისლამისტი ექსტრემისტის მიერ რამდენიმე ადამიანზე სასიკვდილო თავდასხმის საპასუხოდ გააკეთა. ბაბლერმა, პრობლემის “სწრაფად მოსაგვარებლად”, სოციალური მედიის პლატფორმებისთვისაც მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიუთითა.
გამართლება მეორე ჯერზე
ეს 3 მეინსტრიმული პარტიის მეორე მცდელობა იყო, ჩამოეყალიბებინათ ახალი მთავრობა რადიკალი მემარჯვენე პარტიის (ანტი-მიგრაციის და ევროსკეპტიკოსი თავისუფლების პარტიის) გარეშე. თავისუფლების პარტიამ 29 სექტემბრის არჩევნებში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, ხმების 28.8% დააგროვა.
მათი პირველი მცდელობა იანვრის დასაწყისში ჩაიშალა, რასაც კონსერვატორი კანცლერის, კარლ ნეჰამერის გადადგომა მოჰყვა და ავსტრიის პრეზიდენტს უბიძგა თავისუფლების პარტიის ლიდერის, ჰერბერტ კიკლისთვის ეთხოვა, მთავრობის ჩამოყალიბება ეცადა.
კიკლის მცდელობა, შეექმნა კოალიცია სახალხო პარტიასთან, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, 12 თებერვალს ორმხრივი ბრალდებებით ჩაიშალა. მეინსტრიმ პარტიებმა, რომლებიც ახალი არჩევნების საფრთხის წინაშე დადგნენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მათთვის რამე სიკეთის მომტანი იყოს, საერთო ენის საპოვნელად მცდელობები გააახლეს.
”ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მთავრობა წარმოგვიდგენს ყველა დროის ყველაზე ცუდ პროგრამას”, - დაწერა კიკლმა ხუთშაბათს სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ”ფსკერი!”
მოულოდნელი ახალი ლიდერი
64 წლის სტოკერი, რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი ქვეყნის ლიდერი გამხდარიყო, და ამ სცენარისთვის ხმა სექტემბერში არც ავსტრიელებს მიუციათ - ახლა კანცლერის პოზიციაზე განიხილება.
ქრისტიან სტოკერი, ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერი
ფოტო: ჰაინც-პიტერ ბადერი / AP
კარიერის უმეტესი დრო, სანამ 2019 წელს ეროვნულ პარლამენტში მოხვდებოდა, მან ქვემო ავსტრიის პროვინციაში ადგილობრივ პოლიტიკოსად გაატარა. უმაღლესი არჩევითი პოზიცია, რომელიც მას აქამდე დაუკავებია, ვენის სამხრეთში, ქალაქ ვინერ ნოიშტადტის მერის მოადგილის თანამდებობა იყო. თუმცა, 2022 წლიდან, სახალხო პარტიის გენერალური მდივნის პოზიციაზე კრიზის მენეჯმენტის ფართო გამოცდილება დააგროვა.
იანვარში, როცა სახალხო პარტიის ლიდერი გახდა, სტოკერმა კიკლისთან კოალიციურ მთავრობაზე მოლაპარაკებები სცადა, (მანამდე მისი პარტია უარს აცხადებდა რადიკალ-მემარჯვენეებთან ყველანაირ დიალოგზე), თუმცა მალევე შეწყვიტა მოლაპარაკებები, კიკლის მოთხოვნები უარყო და შეთანხმების მცდელობის ჩაშლაც მის მიუღებელ დამოკიდებულებას დააბრალა.
ხუთშაბათს წარდგენილ კოალიციურ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მხარეები ახალ მთავრობაში „ევროკავშირის, როგორც ყველა დროის უდიდესი სამშვიდობო პროექტის, ერთგულები არიან“. ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრია გააგრძელებს მონაწილეობას ევროპული “საჰაერო ფარი”-ს სარაკეტო თავდაცვის ინიციატივაში, რომლის დატოვებაც კიკლის პარტიას სურდა.
რატომ სამპარტიული მთავრობა?
მიმავალი კოალიციური მთავრობა, სახალხო პარტიის და მწვანეების კოალიცია, რომელსაც კანცლერის მოვალეობების შემსრულებელი ალექსანდრე შალენბერგი ხელმძღვანელობდა, არჩევნების შემდგომ პერიოდში ადგილზე დროებით დარჩა.
სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატები ადრეც ყოფილან ავსტრიის კოალიციურ მთავრობაში ერთად, მაგრამ ამ არჩევნებზე პარლამენტში მათ მინიმალური უმრავლესობის, 183 სკამიდან, მხოლოდ 92-ის მოგროვება შეძლეს.
სწორედ ამიტომ, ორივე პარტიამ გადაწყვიტა კოალიციაში შემოეყვანათ ასევე ლიბერალი ახლები, რომლებსაც პარლამენტში 18 მანდატი აქვს და აქამდე არასდროს ყოფილა მთავრობის ნაწილი.
ამ შეთანხმებას საბოლოოდ ორივე დიდი პარტიის ლიდერების და ახლების ორი მესამედის ფორმალური თანხმობა სჭირდება, რომელიც სავარაუდოდ კვირას დაგეგმილ ყრილობაზე გაფორმდება კიდეც.
ასევე ნახეთ: საბერძნეთის პრემიერი პირობას დებს, შეასრულოს მასშტაბური პროტესტის მოთხოვნები
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები