შეთანხმება უკრაინასთან ომის დასრულების გეგმაზე, იარაღის წარმოებისთვის ახალი სასესხო ხელშეკრულება — რა შედეგებით დასრულდა EU-ს ლიდერების სამიტი
2 მარტს, ლონდონში უკრაინის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართა. სამიტის მონაწილეებმა უკრაინისადმი აშშ-ს მხარდაჭერა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირის როლი განიხილეს.
სამიტს უკრაინის, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, საფრანგეთის, თურქეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის მთავრობის ლიდერები და მინისტრები ესწრებოდნენ.
სამიტში ასევე მონაწილეობდნენ: NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო.
ფონ დერ ლეიენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან ევროპაში გადაიარაღების შესახებ დააყენა საკითხი.
"ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება - იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა", — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
შეხვედრის შემდეგ, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს.
"ვიმყოფები ლონდონში, ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას", — დაწერა ჯასტინ ტრუდომ X-ზე.
უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან იარაღის წარმოებისთვის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა
სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.
შეხვედრის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკი წერს, რომ შეთანხმებიდან მიღებული თანხები გამოყენებული იქნება უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის.
"ეს სესხი გაზრდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და დაიფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული სახსრებით. ეს არის ნამდვილი სამართლიანობა. ვინც ომი დაიწყო, მან უნდა გადაიხადოს. მადლობას ვუხდი ხალხს და დიდი ბრიტანეთის მთავრობას ომის დაწყებიდანვე გაწეული უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორი და ვიზიარებთ იგივე ხედვას, თუ როგორ გამოიყურება უსაფრთხო მომავალი", — წერს ის.
ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ უკრაინასთან ომის დასრულების გეგმაზე მუშაობაზე
სამიტის წინ BBC-სთან ინტერვიუში პრემიერმა კირ სტარმერმა თქვა, რომ ტრამპსა და ზელენსკის დისკუსიას თავის კაბინეტში უყურებდა.
"მაშინვე დავურეკე პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის", — თქვა კირ სტარმერმა.
„დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც საფრანგეთი და, შესაძლოა, ერთი ან ორი სხვა მხარე, უკრაინასთან ერთად იმუშავებენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ ამ გეგმას აშშ-სთან ერთად განვიხილავთ“, თქვა მან.
სტარმერმა დაასახელა გრძელვადიანი მშვიდობის სამი ძირითადი ელემენტი: კიევის ძლიერი პოზიცია, უსაფრთხოების ევროპული გარანტიები და აშშ-ის მხარდაჭერა.
სამიტზე შეთანხმდნენ ოთხ პუნქტზე: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შენარჩუნება, კიევის ყოფნა ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ევროპელი ლიდერების მიზანზე — უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი მომავალი შეჭრის შეკავებაზე, შეიქმნება კოალიცია უკრაინის დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
ბრიტანეთს და იტალიას შეუძლიათ შეასრულონ გამაერთიანებელი როლი
იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ მსოფლიოში განსაკუთრებული პერიოდია: "ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედებების კოორდინაცია. მადლობას გიხდით უკრაინაზე ამ სამიტის მასპინძლობისთვის".
მან განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად "ბრიტანეთს და იტალიას შეუძლიათ გამაერთიანებლის როლი შეასრულონ".
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ დასავლეთის განხეთქილების რისკი. ამ ეტაპზე ბრიტანეთს და იტალიას შეუძლიათ შეასრულონ გამაერთიანებელი როლი. მე ასევე შევთავაზე სამიტის ჩატარება შეერთებული შტატებისა და ევროპის ლიდერებს შორის. ”თუ ჩვენ გავყოფთ, ეს უფრო დაგვასუსტებს", — თქვა მან.
28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დროს დაძაბული დისკუსია გაიმართა, რის შემდეგაც ადრე დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა და ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.
- ყველაფერი, რაც თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე გავიგეთ
- ვოლოდიმირ ზელენსკი: მე ვერ შევცვლი უკრაინის პოზიციას რუსეთზე. რუსები გვხოცავენ. რუსეთი მტერია და ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ თვალებს ვუსწორებთ
საუბრისას ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის ლიდერის პოზიცია, ზელენსკიმ კი მისი ქვეყნის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
დისკუსიის შემდეგ, იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მწვავე დებატების შემდეგ სოციალურ მედიაში Truth-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ ზელენსკი ჯერ კიდევ არ არის მზად მშვიდობისთვის.
Fox News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, მოუხდიდა თუ არა ბოდიშს ტრამპს და თქვა, რომ მას არაფერი ჩაუდენია ისეთ, რაც მისგან ბოდიშს მოითხოვდა.
დებატების შემდეგ ბევრმა ევროპელმა ლიდერმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
როგორ გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები ზელენსკისა და ტრამპს შორის შელაპარაკებას
ზელენსკი, რომელმაც შეერთებული შტატები ოვალური კაბინეტის დებატების შემდეგ დატოვა, ლონდონში ჩავიდა.
თეთრი სახლის დებატების შემდეგ უკრაინის საკითხი ლონდონში ლიდერების სამიტის დღის მთავარი თემა იყო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები