პუტინმა გუნმას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობა მიულოცა
ფოტო: NEWS.On.ge
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა დეპეშით მიულოცა. ამის შესახებ ეხო კავკაზა წერს.
"გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო", — ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"არჩევნებში გამარჯვებამ, რომელიც ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის პირობებში მოხდა, დაადასტურა აფხაზეთის მოქალაქეების მხარდაჭერა თქვენი ხაზის შიდაპოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.
იმედი მაქვს, რომ მეგობრული რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები გაგრძელდება ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ", — ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ბადრა გუნბამ 1-ელ მარტს გამართულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% მიიღო, მეორე კანდიდატმა ადგურ არძინბამ 41,54%.
ეხო კავკაზა წერს, რომ პირველი ტურის შემდეგ, რუსეთმა სოხუმთან, ბადრა გუნბას მხარდასაჭერად გააძლიერა კონტაქტები. კერძოდ, მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზურ მხარეს გადასცა სასკოლო ავტობუსები; გუნბამ სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის ეკონომიკის მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერთან ტატიანა გოლიკოვასთან; რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მიხეილ მურაშკო აფხაზეთს ეწვია. სოხუმში ჩავიდა გამარჯვების მატარებლის მუზეუმიც და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგურ არძინბა, ისევე როგორც ბადრა გუნბა, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას უსვამს ხაზს, ოპოზიციონერს ბრალს სდებდნენ პროთურქულ და ანტისომეხურ პოზიციაში. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც არძინბას მხარდამჭერი ენვერ ბგანბა "სომხებთან ურთიერთობას" მოუწოდებდა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა "აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების რუსი მოქალაქეების მიმართ სიძულვილისა და მტრობის გაღვივების ფაქტზე". მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს იყო "მოწოდებები ძალადობისკენ სომეხი ერის წარმომადგენლების მიმართ".
აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი კუჭუბერიას გადაყენების შემდეგ გაუარესდა. ბადრა გუნბას გუნდმა განაცხადა, რომ ეს გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ მიღწეული შეთანხმებების დარღვევის გამო მოხდა.
დაძაბულობა გუნბასა და არძინბას შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩაცხრა, როცა ისინი შეთანხმდნენ, რომ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები "თუ იქნებოდა მათი ლეგიტიმურობის ობიექტური დადასტურება".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები