ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა, რომელიც ეუთო-ოდირის წარმომადგენლების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გარეშე ჩატარდა. ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართა. ამის შესახებ ეხო კავკაზა წერს.
კალანდარიშვილის გარდა, ტაჯიკეთში ჩავიდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები, ასევე დელეგაციები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან და თურქმენეთიდან. არჩევნებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სადამკვირვებლო მისიები აკვირდებოდნენ.
როგორც რადიო ოზოდი წერს, არჩევნებში მონაწილე არცერთ პარტიას ხელისუფლება არ გაუკრიტიკებია. წინასწარი მონაცემებით, ტაჯიკეთის მმართველმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 51,9% მოიპოვა და ახალ პარლამენტში 12 ადგილი მიიღო.
ეხო კავკაზა წერს, რომ თებერვლის დასაწყისში ეუთო-ოდირმა გამოაცხადა, რომ არ დააკვირდებოდა ტაჯიკეთში მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს.
"საერთაშორისო დამკვირვებლების აკრედიტაციასთან დაკავშირებით ტაჯიკეთის ხელისუფლების მხრიდან გარანტიების ნაკლებობამ, სამწუხაროდ, გამოიწვია ქვეყანაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების გაუქმების აუცილებლობა", — ნათქვამია ეუთო-ოდირის განცხადებაში.
1990-იანი წლებიდან ეუთოს მისია აკვირდებოდა ტაჯიკეთის არჩევნებს და თანმიმდევრულად თვლიდა მათ არათავისუფალ, არადემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ.
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ასევე უარი თქვა ადგილობრივ დამოუკიდებელ და საერთაშორისო მედიასაშუალებების, მათ შორის რადიო ოზოდის, BBC-ის, Asia Plus-ის და სხვათა აკრედიტაციაზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ ჟურნალისტებმა გამოიყენონ ინფორმაცია აკრედიტებული მედიასაშუალებებიდან ან კომისიის ოფიციალური ვებგვერდიდან. არჩევნების გაშუქების უფლება მხოლოდ ტაჯიკეთის და ზოგიერთ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებას მიეცა.
ქართულმა ოპოზიციამ და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილი გააკრიტიკეს და კენჭისყრის შედეგების გაყალბებასა და მმართველი პარტია ქართული ოცნების დახმარებაში დაადანაშაულა. თავად კალანდარიშვილმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა და სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.
მეტი გიორგი კალანდარიშვილზე:
ცესკოში ხელფასები იზრდება — გიორგი კალანდარიშვილის თანამდებობრივი სარგო 12 410 ლარი იქნება
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო - მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია
გიორგი კალანდარიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
გიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია
შსს-მ გიორგი კალანდარიშვილისათვის საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები