სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

3 Mar. 2025, 22:57

"მინდა ვთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ყველა ქალი, დედა დადგეს და წამოვიდეს რუსთაველზე იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვონ, რადგან როგორც აქ ამბობენ, სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის მშვიდობა, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა, ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა, სანამ ჩვენი შვილები (ისინი არიან ჩვენი კოლექტიური შვილები) არ იქნებიან თავისუფალნი.

მინდა, ყველა დედას მაინც მივულოცო ეს დღე, რადგან ყველა დედა ბედნიერია, როდესაც ისეთი შვილი ჰყავს, რომელიც ღირსეულად იცავს თავის ქვეყანას. მინდა, მოვუწოდო სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ ამ მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვა მშვიდობა — არა, ეს მშვიდობა თუ იქნება მოპოვებული, მოპოვებული იქნება ამ ბავშვების მიერ, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს, გაუძლებენ კიდეც, იქნებიან თავისუფლებიც და მათთან ერთად ქვეყანა იქნება თავისუფალი.

დღევანდელ დღეს ვულოცავ დედებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ შვილებთან ერთად იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ჩვენს წუხილს და ჩვენს ხვალინდელ სიხარულს იზიარებს".

განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირიდან, სადაც მიმდინარე უწყვეტ პროტესტს დღეს "დედების მარშთან" ერთად შეუერთდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…