ჯ.დ ვენსი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონი კვლავ ესაუბროს ზელენსკის, თუ ის "სერიოზულად განიხილავს დეტალებს"
ფოტო: CNN
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯ.დ ვენსმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობაზე Fox News-ზე ისაუბრა. მისი თქმით, ზელენსკიმ აჩვენა, რომ არ სურდა მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო პროცესში. თუმცა, უკრაინულ მხარესთან მინერალების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება შეიძლება, თუ ზელენსკის სერიოზული წინადადება ექნება როგორ აპირებს ამ პროცესში ჩართვას.
"მან [ზელენსკიმ] აშკარა აჩვენა, რომ არ სურდა მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო პროცესში, რაც, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ამერიკელი ხალხისა და მისი პრეზიდენტის პოლიტიკაა", — თქვა ვენსმა. ის, ამავდროულად, არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონი მზად იქნება კვლავ ესაუბროს ზელენსკის, თუ ის "სერიოზულად განიხილავს დეტალებს".
ვენსმა აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შესაძლო შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიაა.
"თუ გინდა უზრუნველყო, რომ ვლადიმირ პუტინი ხელახლა არ დაესხმება თავს უკრაინას, ყველაზე საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიაა, რომ ამერიკელებს უკრაინის მომავალში ეკონომიკური სარგებელი მისცე. ეს ბევრად უკეთესი უსაფრთხოების გარანტიაა, ვიდრე 20 000 სამხედრო რომელიმე ქვეყნიდან, რომელსაც ომში 30-40 წელია, არ უბრძოლია. უსაფრთხოების გარანტია და ეკონომიკური გარანტია, უკრაინისთვის არის ის, რომ ქვეყანა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამერიკას გრძელვადიანი ინტერესი აქვს. ამას ვერ გააკეთებ, თუ ოვალურ ოფისში მოხვალ, პრეზიდენტს შეურაცხყოფას მიაყენებ და უარს იტყვი მიჰყვე მის გეგმას მშვიდობისთვის," — თქვა ვენსმა.
მისი თქმით, უკრაინულ მხარესთან მინერალების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება შეიძლება, თუ ზელენსკის სერიოზული წინადადება ექნება როგორ აპირებს ამ პროცესში ჩართვას.
"ვფიქრობ, შეიძლება, თუ მან დარეკა და სერიოზული წინადადება ექნება იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამ პროცესში ჩართვას. ნახეთ, არის დეტალები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომლებზეც ჩვენ უკვე ვმუშაობთ რუსებთან. ჩვენ ვესაუბრეთ ზოგიერთ ჩვენს მოკავშირეს, ის სერიოზულად უნდა იყოს ჩართული დეტალების განხილვაში", — თქვა მან.
მისი თქმით, აშშ უკვე მუშაობს რუსებთან და მოკავშირეებთან დეტალებზე, ამიტომ "თუ უკრაინა მზად არის შეუერთდეს, კარი ღიაა".
"თუ გსურთ უსაფრთხოების რეალური გარანტიები, რათა დარწმუნდეთ, რომ ვლადიმერ პუტინი აღარასოდეს შეიჭრება უკრაინაში, ამის საუკეთესო გზა არის იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკელებს აქვთ ეკონომიკური წილი უკრაინის მომავალში", — თქვა ტრამპის მოკავშირემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები