11 პირის პროცესზე სასამართლომ მოსამართლის და პროკურორების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
განსასჯელის სკამზე სხედან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი.
პუბლიკას ცნობით, პროკურატურას 11 პირის საქმეზე დასაკითხ პირთა სიაში 97 ადამიანი ჰყავს შეყვანილი.
11 პირის საქმეს აქამდე მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავდა. ადვოკატ გუგა ავსაჯანაშვილმა შუამდგომლობის დასაბუთებაში განაცხადა, რომ სასამართლო სხდომის წინა ღამით, 4 მარტს შეიტყვეს, რომ საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს გადაეცა.
ადვოკატ ავსაჯანიშვილის პოზიციით, მოცულობით საქმეს, რომელშიც წარმოდგენილია 13 ტომი და თითო ტომი მინიმუმ 250 გვერდია, მოსამართლე რამდენიმე საათში ვერ გაეცნობოდა.
"მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ერთი გვერდის წაკითხვას მინიმუმ 1 წუთი სჭირდება, თითო ტომი მინიმუმ 250 გვერდია. წარმოდგენილია აურაცხელი ვიდეომასალა. საქმე გუშინ გადმოგეწერათ, სხვა დრო არ გექნებოდათ მასალის გასაცნობად [...] თქვენი ბიოგრაფია, 2022-2023 წლებში იყავით ქუთაისის პროკურორი, პროკურორობის დასრულებიდან წელიწად-ნახევარიც არაა გასული. მოსამართლეს, რომელსაც უმწიკვლო კარიერა ჰქონდა, დაახლოებით 5 საათის შუალედში ცვლის მოსამართლე, მე იდეაში მესამე პროკურორს ვხედავ პროცესზე," —განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს თქმით — "წინარე საქმიანობა აცილების საფუძველი არ არის".
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ასევე განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას საქმე გუშინ დააწერეს, 13-ტომიანი საქმის მასალების გაცნობა მაინც მოასწრო.
"მართალია გუშინ დამეწერა მე აღნიშნული საქმე განსახილველად. თუმცა, მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩავდე იმაში, რომ გავცნობოდი ამ საქმეს, საქმის მასალებს რომ არ ვიცნობდე, ჩვენ არ დავიწყებდით საქმის განხილვას," — განაცხადა მოსამართლემ.
სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა პროკურორის, ვაჟა თოდუას აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან ის ესტონეთის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაშია შეყვანილი. მიგინეიშვილის შუამდგომლობას დაცვის მხარის ყველა ადვოკატი დაეთანხმა.
"ეს ინფორმაცია სანქციებთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მასმედიის საშუალებით, აღნიშნული, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია სავარაუდოდ ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით , სადაც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება […] ბუნებრივია, ასეთ დანაშაულებზე რეაგირებისთვის უცხო სახელმწიფოს არ უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რაზეც საუბრობდა დაცვის მხარე," — თქვა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
ადვოკატმა გუგა ავსაჯანიშვილმა მეორე პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით უცხო ქვეყნის სანქცია საჯარო პირზე არ წარმოადგენს აცილების საფუძველს.
"არ დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა, ვინაიდან უცხო სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქმედი საჯარო მოხელეების დასანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, არ წარმოადგენს აცილების საფუძველს," — თქვა მოსამართლემ.
შეგახსენებთ, 11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიაში გამოყენებულია პუბლიკას მასალები სასამართლო პროცესიდან.
ასევე იხილეთ:
პროევროპული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში რჩება — მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება
სასამართლო სხდომიდან ტექსტი ეკუთვნის პუბლიკას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები