გაიცანით სპიკერები, რომლებმაც საქართველოს ტურიზმის სამიტზე გამოცდილება გააზიარეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბათუმში, სასტუმრო “რუმსში” საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართა.”ტურისტერმა“ თავი მოუყარა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მათ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები, გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები გააცნო.
შეხვედრებში, ვორკშოპებსა, თუ სემინარებში ათობით სპიკერი მონაწილეობდა, როგორც გლობალური ბრენდებიდან, ისე ადგილობრივი კომპანიებიდან. ამ სტატიაში კი გიამბობთ რამდენიმე მონაწილეზე, რომელთა პრეზენტაცია ბიზნესის არაერთი წარმომადგენლისთვის შთამაგონებელი იყო.
AirDNA
ტურიზმის სამიტს ჯეიმს კინერსლი — AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი და უძრავი ქონების მართვის მენეჯერი ეწვია. ჯეიმსი AirDNA-ში შვიდ წელზე მეტია მუშაობს. ამ პერიოდში მან უძრავი ქონების გაქირავების სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.
მისი გამოსვლა საქართველოს უძრავი ქონების მოკლევადიანი გაქირავების მონაცემების ანალიზს, არსებულ ტრენდებსა და წარმატების სტრატეგიებს ეხებოდა.
AirDNA საერთაშორისო დონის მონაცემთა ანალიტიკის კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების მოკლევადიანი გაქირავების ბაზარზე არსებული მონაცემების ანალიზს აკეთებს, მათ შორის — ისეთი პლატფორმების, როგორიცაა Airbnb-ი და Vrbo.
2007 წლიდან, დღემდე, Airbnb-ზე მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონზე მეტმა მასპინძელმა 2 მილიარდზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
"რას გვეუბნება Airbnb-ის ეს გლობალური მონაცემები საქართველოს ტურიზმის ბაზარზე? როგორ შეიძლება ქალაქებმა და ბიზნესებმა აღნიშნული მონაცემები გამოიყენონ სწორი პოზიციონირებისთვის, ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის?“ — სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა AirDNA-ს გაყიდვების დირექტორმა, ჯეიმს კინერსლიმ.
Booking.com
მარინა ბეგლეცოვა Booking.com-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მენეჯერია რუმინეთის ოფისიდან. იგი ზედამხედველობს რუმინეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის ბაზრებს — ქვეყნებს, სადაც Booking.com ადგილობრივი პარტნიორებისთვის კომერციულ მხარდაჭერას ახორციელებს.
მისი საუბრის თემა იყო "მოგზაურობის ტრენდები და სამომავლო პერსპექტივები."
საგულისხმოა, რომ სასტუმროს დაჯავშნის ნომერ პირველ პლატფორმაზე მსოფლიოში, Booking.com-ზე, 28 მილიონი განთავსების ადგილია რეგისტრირებული. პლატფორმის დახმარებით კი განთავსების ობიექტებს დღემდე 4.5 მილიარდი სტუმარი ჰყავს მიღებული.
სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა Booking.com-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მენეჯერმა. მან დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო, თუ როგორ იყენებს Booking.com ხელოვნურ ინტელექტს სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ტურიზმში მდგრადი პრაქტიკის დასანერგად.
Exely
Exely-ის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერმა, ლევან ლეშკაშელმა, ჰოტელიერებს გააცნო მსოფლის ის ტრენდები, რომლებიც სასტუმროებს მეტი პირდაპირი ჯავშნის მოზიდვასა და მომგებიანობის ზრდაში ეხმარება.
Exely სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე ორიენტირებული საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანაში 5000-ზე მეტ სასტუმროს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. 2024 წლის განმავლობაში Exely-ს მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებმა 2.2 მილიონზე მეტი ჯავშანი მიიღეს და საკომისიოების სახით ჯამში $43 მილიონზე მეტი დაზოგეს.
კომპანია ჰოტელიერებს ეხმარება, შეამცირონ დამოკიდებულება OTA არხებზე, მოახდინონ ფასების განაწილების ოპტიმიზაცია, შეამცირონ ხარჯები, გაზარდონ პირდაპირი ჯავშნები და გააუმჯობესონ სამომხმარებლო გამოცდილება. Exely-ს მომსახურება მოიცავს ცნობადობის ზრდას, სასტუმროს დატვირთულობის, რეპუტაციისა და შემოსავლის ანალიზსა და მართვას, რასაც გაყიდვების ზრდამდე მივყავართ.
გარდა პრეზენტაციისა, Exely-ის ჩართულობით ჩატარდა ვორკშოპი, სადაც სასტუმროს წარმომადგენლები გაყიდვების მართვის ეფექტურ გზებს გაეცნენ.
Amadeus
ივან პოლტორაცკი Amadeus-ის უფროსი მენეჯერია. მას მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სტრატეგიის, კომუნიკაციებისა და ბრენდების მენეჯმენტის კუთხით.
Amadeus საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. 2023 წელს Amadeus-ის საშუალებით ტურისტულმა სააგენტოებმა 450 მილიონი თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნეს, ხოლო 1 952 000 000 ადამიანმა ჩასხდომაზე რეგისტრაცია გაიარა.
სპიკერმა სამიტზე ისაუბრა, თუ როგორია მოთხოვნები საქართველოსა და რეგიონში მოგზაურობაზე გლობალური ბაზრებიდან.
კონკრეტულად, მან დამსწრეებს გაუზიარა შემდეგი 4-6 თვის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელი ფრენების რაოდენობა. ასევე, ძიების ტენდენციები შემდეგი 12 თვის განმავლობაში, მოგზაურთა ქცევა და ტურისტული სააგენტოების სფეროში არსებული მდგომარეობა.
სპიკერებს შორის იყვნენ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, თათია მამრიკიშვილი, რომელმაც 2024-2025 წლის ტურიზმის მიმოხილვა წარადგინა. გალტ & თაგარტის ასოცირებულმა მკლევარმა, ზურაბ თავყელიშვილმა კი მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში “უძრავი ქონება და სტუმარ-მასპონძლობა“ ასევე, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-მა თორნიკე სამადაშვილმა საქართველოს შიდა ტურიზმის ტრენდები და Ads მენეჯერის შესაძლებლობები მიმოიხილა.
ინფორმაციისთვის, ტურისტერი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც, ამჯერად, ტურიზმის მედეგობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი, ხოლო სპონსორები — Hotel Colosseum Marina, GURU Holding, Exely.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები