A Real Pain-ის ოსკარზე გამარჯვების შემდეგ ჯესი აიზენბერგს პოლონეთის მოქალაქეობა მიენიჭა
ფოტო: Getty Images
ჯესი აიზენბერგი პოლონეთის მოქალაქე გახდა. ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს პოლონეთის მოქალაქეობა მას შემდეგ მიენიჭა, რას მისმა ფილმმა A Real Pain კირან კალკინს ოსკარი მოუტანა.
"ეს ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი პატივია", — განაცხადა აიზენბერგმა ნიუ-იორკში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, სადაც მას მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პირადად გადასცა, — "ასეთ პატივს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ თუ დაიმსახურებ, მე კი ამას ორი ათწლეული ველოდი".
A Real Pain, რომლის რეჟისორი და სცენარისტი თავად აიზენბერგია, კინოვარსკვლავის ბიოგრაფიას ეფუძნება. ფილმში ორი ამერიკელი ბიძაშვილი (რომლებსაც კალკინი და აიზენბერგი ასახიერებენ) ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბებიის გარდაცვალების შემდეგ პოლონეთში მიემგზავრებიან მისთვის პატივის მისაგებად. აიზენბერგს იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც პოლონეთიდან აშშ-ში გადახვეწილი მისი პაპიდა გარდაიცვალა. ფილმის გადაღებები სწორედ პოლონეთში მიმდინარეობდა და მისმა რეჟისორმაც მაშინ გადაწყვიტა, ქვეყნის მოქალაქეობა ეთხოვა.
"როცა ამ ფილმს პოლონეთში ვიღებდით და ქუჩებში სიარულით ქვეყანას გავუშინაურდი, გავიაზრე, რომ ჩემი ოჯახი აქ ბევრად უფრო დიდხანს ცხოვრობდა, ვიდრე ნიუ-იორკში", — ამბობს აიზენბერგი, — "თუმცა, რა თქმა უნდა, ისტორია ტრაგიკულად განვითარდა, რასაც ჩემი ოჯახის ტრაგედიაც დაემატა — რომ პოლონეთთან კავშირი დავკარგეთ. ამან ძალიან დამამწუხრა და გადამაწყვეტინა, ეს კავშირი შეძლებისდაგვარად აღმედგინა".
მსახიობი იმედოვნებს, რომ მოქალაქეობის მიღება მისთვის "ამ მშვენიერ ქვეყანასთან" კავშირის აღდგენის მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
კირან კალკინი და ჯესი აიზენბერგი ფილმში A Real Pain (2024)
ფოტო: Searchlight Pictures
A Real Pain-ში მონაწილეობით კირან კალკინმა წლევანდელ ოსკარზე და ოქროს გლობუსზე მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციებში გაიმარჯვა. ამასთან, ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ფილმი საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაშიც იყო წარდგენილი. სცენარისთვის აიზენბერგმა ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოც (BAFTA) დაიმსახურა.
აიზენბერგმა პირველად შარშან გაამხილა, რომ პოლონეთის მოქალაქეობის მიღება ითხოვა. მსახიობმა, რომელიც სეკულარულ ებრაულ ოჯახში გაიზარდა, მაშინ ადგილობრივ გამოცემას განუცხადა, რომ "ებრაელებსა და პოლონელებს შორის ურთიერთობის გამოსწორებას" ისურვებდა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები