"არ გაჩერდე — ჩემთვის ეს არის განუწყვეტელი მოძრაობა წინ, ახალი ცოდნისა და ინოვაციების გზაზე“ — ფიქრია გრძელიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
ფოტო: საქართველოს ბანკი
"არ გაჩერდე — ჩემთვის ეს არის განუწყვეტელი მოძრაობა წინ, ახალი ცოდნისა და ინოვაციების გზაზე“ — ფიქრია გრძელიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, ინოვაციური სერვისები და საუკეთესო საბანკო გადაწყვეტები — ეს საქართველოს ბანკია, რომელსაც 8000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ქმნის. მათი პრიორიტეტი კი ერთია — შექმნან მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული საბანკო გამოცდილება.
ამ პროფესიონალებს შორის ერთ-ერთი ფიქრია გრძელიშვილია, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. მას შემდეგ კი, კარიერული განვითარების გრძელი და საინტერესო გზა გაიარა. ფიქრიას, დღეს Expert IT ხარისხის მართვის ინჟინრის პოზიცია უკავია.
ამ ინტერვიუში ის საკუთარი გამოცდილებისა და გუნდის საქმიანობის შესახებ გვიყვება:
როგორი იყო საქართველოს ბანკის გუნდში onboarding-ის პროცესი?
საქართველოს ბანკის გუნდს 2019 წელს შევუერთდი. ონბორდინგის ფარგლებში, თავდაპირველად, ბანკის მოდულებსა და სისტემებს გავეცანი. ბევრი რამ სწორედ კოლეგებისგან ვისწავლე, სასიამოვნოდ გამაოცა თანამშრომლების პროფესიონალიზმმა. საქართველოს ბანკის გუნდის წევრები თითოეულ საკითხს დიდი ყურადღებით ეკიდებიან და ცდილობენ, პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გადაჭრან. ამასთან, ვგრძნობდი თანამშრომლების მუდმივ მხარდაჭერას და ჩემი სამუშაო პროცესიც გაცილებით საინტერესო ხდებოდა. ზოგადად, თანამშრომლობის ეს კულტურა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომელიც სამუშაოს დაწყებისთანავე შევნიშნე.
როგორი იყო თქვენი კარიერული განვითარების გზა?
საქართველოს ბანკში ჩემი კარიერული განვითარება მრავალმხრივი აღმოჩნდა. კარიერა IT Help Desk სპეციალისტად დავიწყე, სადაც ჩემი მთავარი ფუნქცია ბანკის თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა იყო. ამ პოზიციამ შესაძლებლობა მომცა, ბანკის შიდა სისტემები კარგად გამეცნო. პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარებს სწორედ ამ დროს დავეუფლე. შემდეგ IT Core Systems Specialist პოზიციაზე გადავედი. აქ უკვე ბანკის ძირითადი სისტემების მხარდაჭერა მევალებოდა. ეს იყო გადამწყვეტი ეტაპი, რადგან სწორედ აქ გავაღრმავე ჩემი ტექნიკური ცოდნა მონაცემთა ბაზების კუთხით და გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბანკის ფუნქციონირებისთვის უწყვეტი მხარდაჭერა.
ახლა Data-ს მიმართულებით, IT Quality Management Engineer-ად ვმუშაობ. ჩემი ამჟამინდელი პოზიცია ბანკის მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფასა და პროცესების მუდმივ მონიტორინგს მოიცავს, რათა მონაცემები და ანალიტიკური პროცესები მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ეს პოზიცია შესაძლებლობას მაძლევს, ჩართული ვიყო მონაცემთა სტრატეგიის გაუმჯობესებისა და მათი ხარისხის მართვის პროცესებში.
რას გულისხმობს უშუალოდ თქვენი და თქვენი გუნდის საქმიანობა?
ჩემი გუნდის ძირითადი საქმიანობა მონაცემების ერთი სისტემიდან მეორეში გადატანას, მათი ტრანსფორმაციის პროცესს და შესაბამის მონაცემთა ბაზებში ჩაწერას მოიცავს.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ მონაცემები იყოს ინტეგრირებული და თანმიმდევრული ბანკის სხვადასხვა სისტემაში, რაც ოპერაციებისა და ბიზნესპროცესების ეფექტური მართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი გუნდი ქმნის მნიშვნელოვან ღირებულებას, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის და მთლიანად ბანკისთვის, რადგან ხელს უწყობს სისტემებს შორის მონაცემთა ზუსტ და დროულ გაცვლას, რაც მომხმარებლების მომსახურების ხარისხს ზრდის.
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი დამწყები და გამოცდილი IT ხარისხის მართვის ინჟინრებისთვის?
ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება პროფესიული განვითარება და თითოეულ თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა, ცოდნა მუდმივად გაიღრმავოს. შესაბამისად, საქართველოს ბანკი ხელს უწყობს, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი IT ხარისხის მართვის ინჟინრების კარიერულ განვითარებას.
დამწყებებისთვის ბანკი უზრუნველყოფს ტრენინგებსა და მენტორინგს, რათა მათ სწრაფად აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები, ასევე, გაძლიერდნენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიმართულებითაც. გამოცდილი სპეციალისტებისთვის კი, ბანკი ქმნის გამოწვევებით სავსე გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალი, უფრო ფართო მასშტაბების მიღწევისთვის გამოიყენონ. ეს მოიცავს რთულ და სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობას, ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნასა და გუნდური ლიდერობის შესაძლებლობებს, რაც მათ პროფესიონალურად ზრდის.
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს ბანკში ისწავლეთ და რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?
ბანკში მუშაობის განმავლობაში ყველაზე მთავარ, რაც გავაცნობიერე და ვისწავლე გუნდური მუშაობის პრინციპის მნიშვნელობაა. რთული და მასშტაბური პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, სხვადასხვა დეპარტამენტისა და ექსპერტების მჭიდრო კოორდინაციას მოითხოვს. მუშაობისას მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური ძალისხმევა, ერთმანეთის მხარდაჭერა და კომუნიკაცია, სასურველ შედეგების მისაღწევად.
მოტივაციას კი იმის შეგრძნება მაძლევს, რომ ჩემი სამუშაო რეალურ ღირებულებას ქმნის, როგორც ბანკისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. "არ გაჩერდე“ — ჩემთვის ნიშნავს განუწყვეტელ მოძრაობას წინ, ახალი ცოდნის შეძენასა და ინოვაციების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის წარმატებას. საქართველოს ბანკის ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო მუდმივად მაძლევს მოტივაციას, რომ უკეთეს შედეგს მივაღწიო და წარმატებები გუნდთან ერთად გავიზიარო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები