თეგეტამ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდო მიიღო
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
თეგეტა ჰოლდინგი მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბანკის მეექვსე საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA-ს) გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ. BARTA-ს ჯილდო, რომელსაც გამჭვირვალობის ოსკარსაც უწოდებენ, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რისი მიზანიც უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნაა. წლევანდელ ცერემონიაზე გამარჯვებულები 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ. თეგეტა ჰოლდინგს ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში გადაეცა.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
თეგეტა ჰოლდინგი პირველი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და ამ სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდი 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "მდგრადი განვითარების ანგარიშის წარდგენა პასუხისმგებლობიანი კომპანიის ნებაყოფლობითი არჩევანია, საზოგადოების ინტერესისა და მოლოდინების საპასუხოდ. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება თეგეტასთვის კორპორაციული მდგრადობის ნაწილი და მაღალი ორგანიზაციული კულტურის დამადასტურებელია. ამასთანავე, მდგრადობის ანგარიშის გამოქვეყნებით კომპანია პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მეტი სანდოობისა და ღიაობის ახალ სტანდარტს ქმნის. თეგეტას ანგარიში ადასტურებს, რომ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ და ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის ჩვენთვის აღიარება და დამატებითი მოტივაციაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ანგარიშგების სტანდარტი".
თეგეტას მდგრადობის ანგარიში ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამშრომელთა კეთილდღეობა, მომხმარებელთა მიმართ პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება და საზოგადოების მხარდაჭერა. ამ მიმართულებებით 2023 წელს განხორციელებული პროექტები ანგარიშში დეტალურად გაიწერა.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: "გვიხარია, რომ კომპანიის მდგრადი განვითარების პირველივე ანგარიშმა აღიარება მოგვიტანა. ჰოლდინგის მასშტაბური საქმიანობიდან გამომდინარე, დოკუმენტზე მუშაობა საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ის ჩვენი საქმიანობის ყოვლისმომცველ ხედვას ასახავს, მეორე მხრივ, გვეხმარება, კომპანიის მდგრადი განვითარებისთვის სამომავლო გეგმები მონაცემთა გაანალიზების საფუძველზე დავგეგმოთ. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს, თანმიმდევრულად მივყვეთ დასახულ გეგმებს -—კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები ჩვენი გუნდის წევრებისათვის, მეტად ვიზრუნოთ მომხმარებლებსა და გარემოზე, დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და მინიმუმამდე შევამციროთ უარყოფითი გავლენა ეკოლოგიაზე. ვფიქრობთ, მთელი ეს პროცესი საზოგადოების მიმართ ჩვენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ნათლად წარმოაჩენს".
კომპანიის გამჭვირვალობის დოკუმენტი თეგეტას ვებგვერდზე tegeta.ge-ზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები