აგროსფერო 20 წლის გახდა – რა გზა გაიარა კომპანიამ დაფუძნებიდან დღემდე?
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორ კომპანიააგროსფეროს 20 წელი შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში, კომპანია ძალიან გაიზრდა და განვითარდა, შესაბამისად, მის მიერ განვლილი გზა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენითა და წარმატებით არის დატვირთული.
მაინც როგორ დაიწყო 20 წლის წინ აგროსფეროს ისტორია და როგორ იქცა ის აგროპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიად საქართველოში? რამდენად ფართოა დღეს მისი საქმიანობის არეალი და რა ტიპის პროდუქციასა თუ სერვისებს აერთიანებს? — სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ აგროსფეროს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, აკაკი ტოროტაძეს.
ფოტო: აგროსფერო
— აკაკი, პირველ რიგში, ზოგადად მოგვიყევით აგროსფეროს მიერ განვლილ გზაზე მის დაფუძნებიდან დღემდე?
— აგროსფეროს დაარსებიდან გავიდა 20 წელი — ეს იყო გზა მუდმივი წარმატების, ზრდისა და განვითარების. კომპანიის დაფუძნებისას ორგანიზაციაში სულ 4 ადამიანი მუშაობდა, დღეს კი ის ამ სფეროს ერთ-ერთი მოწინავე სეგმენტია.
აგროსფეროს“~ დაარსებისთანავე მისი ძირითადი პარტნიორი გერმანული კომპანია BAYER გახლდათ. პარალელურად კომპანია თანამშრომლობდა რამდენიმე სხვა მსხვილ ევროპელ მწარმოებელთან. ახლა კი, ოფიციალურად წარმოვადგენთ 40-ზე მეტ მსხვილ ევროპულ ბრენდს. დღეს აგროსფერო ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფერმერებს მათთვის საჭირო პროდუქციის სრულ სპექტრს სთავაზობს — დაწყებული სათესლე მასალიდან, მძიმე ტექნიკით დამთავრებული. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მცენარეთა დაცვის, კვების საშუალებები, აგრო-ხელსაწყოები, ვენახის ინვენტარი, სარწყავი სისტემები, სასათბურე ინვენტარი, ღვინის საწარმოო პროდუქცია, როგორც სამოყვარულო დანიშნულების, ისე პროფესიონალური წარმოებებისთვის და ა.შ.
აგროსფეროს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო წარმოების დაწყება. რამდენიმე წელია, აგროსფეროს ჩვენსავე მიწებზე მოჰყავს და აწარმოებს ხორბლის სათესლე მასალას, რომელიც სერტიფიცირებას გადის და უმაღლეს შედეგებს აჩვენებს ფერმერებთან.
— აგროსფეროში ხელმისაწვდომ რომელი ბრენდების პროდუქტებს გამოჰყოფდით?
— კომპანია დაარსებიდან მხოლოდ მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობს, რადგან გვჯერა, რომ მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ვხედავდეთ განვითარებას. 20 წლის წინ ქართული ბაზრისთვის ევროპული, პრემიუმ პროდუქციის შეთავაზება რთული იყო, თუმცა, ეს ბარიერი აღარ არსებობს — დღეს უკვე ყველამ იცის, რომ გარანტირებული შედეგის მისაღებად უმჯობესია ოდნავ მეტის გადახდა, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტის შეძენა. ფერმერები უკვე დარწმუნდნენ, რომ დაბალფასიანი ალტერნატივის გამოყენების შემთხვევაში საბოლოოდ აუცილებლად მეტის გადახდა უწევთ.
რაც შეეხება აგროსფეროში ხელმისაწვდომ გამორჩეულ ბრენდებსა და პროდუქციას, მათი სრულად ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ შევეცდები რამდენიმე მათგანი მაინც გამოვყო.
ერთ-ერთია გერმანული კომპანია BAYER-ის მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც ნამდვილად საუკეთესო და გამოცდილია ჩვენს ბაზარზე. ასევე, აღვნიშნავდი გერმანული კომპანია CLAAS-ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მისი წარმოების საბაღე-სავენახე ტრაქტორი CLAAS NEXOS — ამ სეგმენტში ყველაზე პოპულარული ტრაქტორია ჩვენს ქვეყანაში. გამორჩეულია მაღალი სიმძლავრისა და დიდი გაბარიტების მინდვრის ტრაქტორი CLAAS AXION და აბსოლუტურად უკონკურენტოა მარცვლეულის კომბაინი CLAAS DOMINATOR. ასევე, გამოვარჩევდი კომპანია YARA-ს, რომელიც მსოფლიო ლიდერია სასუქების წარმოების კუთხით. აგროსფეროში მისი ძალიან ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, როგორც ნიადაგის გრანულირებულ სასუქებში, ისე წყალში ხსნად და ფოთლოვან სეგმენტებში.
ცალკე უნდა აღვნიშნო ფრანგული კომპანია — PELLENC. ბოლო რამდენიმე წელიწადში, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, დიდი მოთხოვნა გაჩნდა მათ მიერ წარმოებულ ყურძნის მოსავლის ამღებ კომბაინ Grapes’ Line-ზე. ძალიან მაღალხარისხიანია ასევე შვეიცარიული კომპანია FELCO-ს სასხლავი ხელსაწყოები, იტალიური კომპანია IRRITEC-ის სარწყავი სისტემები და ა.შ.
— აგროსფერო მომხმარებლებს სთავაზობს საკონსულტაციო სერვისსაც. რას გულისხმობს ის?
— კარგად ვიცით, რომ ხარისხიანი პროდუქციის შეძენა საკმარისი არ არის. მაქსიმალური შედეგის მისაღებად აუცილებელია მისი სწორად გამოყენებაც. კომპანია დაარსების დღიდან ითვალისწინებდა ამ ნიუანსს, ამიტომ ჩვენთან პროდუქციის შეძენას აუცილებლად თან სდევს კვალიფიციური კონსულტაცია. აგროსფეროს კონსულტანტები მომხმარებლებს კონკრეტული მეურნეობის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების შერჩევაში ეხმარებიან. ტექნიკის შეძენის შემთხვევაში, მოქმედებს გაყიდვების შემდგომი მომსახურებაც. გვყავს მობილური სერვის ჯგუფები, რომლებიც ადგილზე სტუმრობენ ფერმერებს და უწევენ მომსახურებას. განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენთან ხელმისაწვდომია „აგროსფეროში“ შეძენილი ნებისმიერი ტექნიკის სათადარიგო ნაწილები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აქტიურ სეზონზე.
კონსულტაციის გარდა, აგროსფერო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნის გაზიარებისაც. დაინტერესებული პირებისთვის ხშირად ვაწყობთ სემინარებსა და ტრენინგებს, რომლებზეც კონკრეტული საკითხის გარშემო მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ჩვენი სფეროს ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დღე — „ბაიარენა“, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ ადგილობრივი ფერმერებისთვის.
— თქვენ დასაწყისში ახსენეთ აგროსფეროს წარმოების ხაზიც. მოგვიყევით, უფრო მეტი ამ მიმართულებაზე?
— ხორბლის სათესლე მასალის წარმოების პროექტზე მუშაობა 2014 წელს ავსტრიულ კომპანია SAATBAU-სთან ერთად დავიწყეთ. საქართველოს მასშტაბით ვთესავთ საცდელი ჯიშებს, რომელთაგან ირჩევა და სერტიფიცირდება საუკეთესოები. ეს სერტიფიცირებული ჯიშები ჩვენს ნაკვეთებში იწარმოება, ყველა წესისა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მიღებულ სათესლე მასალას აგროსფეროს საწარმოში ვამუშავებთ და ვაფასოებთ. საბოლოოდ, პროდუქციის რეალიზაციაში ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების მაღაზიათა ქსელების საშუალებით.
აგროსფეროს მიერ წარმოებულ ჯიშებს მეხორბლე ფერმერები უკვე კარგად იცნობენ, ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამიკუსს, გალუსს, ამანდუსს და ბალიტუსს.
— აგროსფერო დიდ რესურსს დებს აგრო-განათლებაშიც. რა პროგრამებს სთავაზობთ ახალგაზრდებს?
— დიახ, თანამედროვე აგრო-განათლების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და სოციალური პასუხისმგებლობაა. უკვე რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ აგრარულ უნივერსიტეტთან და ყოველწლიურად სხვადასხვა ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს ვუნიშნავთ აგროსფეროს სტიპენდიას. კიდევ უდრო მეტ ახალგაზრდას ჩვენთან სტაჟირების საშუალებას ვაძლევთ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაა. ასევე, ვაფინანსებთ აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროექტს, რომელიც აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა, უნივერსიტეტის ბაზებზე არსებულ ნაკვეთებში გამოსცადონ და თვითონ მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
— როგორ შეაფასებდით აგროსფეროს მიერ განვლილ გზას?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 წელია მუდმივ ზრდას განვიცდით ყველა მიმართულებით. ფართოვდება პროდუქციის ასორტიმენტი, გვემატება ფილიალები და თანამშრომლები და, რაც ყველაზე მთავარია, გვყავს ერთგული ფერმერები, რომლებთანაც მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. შედეგები გვაჩვენებს, რომ სწორ გზას ვადგავართ, შესაბამისად, კვლავ განვითარებას და ზრდას ველით მომავალშიც.
— და ბოლოს, გეგმავთ თუ არა საიუბილეო წლის აღნიშვნას და რა ფორმით?
— რასაკვირველია, გვინდა, რომ ეს სეზონი ჩვენი მომხმარებლებისთვის გამორჩეული იყოს და მათთან ერთად აღვნიშნოთ ჩვენი საიუბილეო წელი. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებელს ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით, რაც მალე გახდება საჯაროდ ცნობილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები