სმარტფარმი გირჩევთ კსივოზანს — დაამარცხეთ ალერგია ახალი თაობის მედიკამენტით
ფოტო: სმარტფარმი
ალერგია მნიშვნელოვნად აუარესებს ბევრი ჩვენგანის ცხოვრების ხარისხს. ის ზოგს წელიწადის ნებისმიერ დროს ახსენებს თავს გარკვეული საკვებისა და მედიკამენტის მიღებისას, ასევე, მტვერთან, ცხოველის ბეწვთან და ამა თუ იმ ნივთიერებასთან კონტაქტის დროს. ალერგიული რეაქციების პროვოცირებას ახდენს სხვადასხვა დაავადებაც. ბევრისთვის კი ალერგია უმეტესად გაზაფხულთან ასოცირდება, რადგან ალერგენების რიცხვი ამ დროს კიდევ უფრო მატულობს.
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა ალერგიისგან თავის დაღწევის საშუალებებსაც გვთავაზობს. მათ შორის არის მთელი რიგი პრეპარატები, რომლებიც უსიამოვნო სიმპტომების მოხსნაში გვეხმარება. ამ მედიკამენტთა შორის ხარისხითა და ეფექტურობით ერთ-ერთი გამორჩეული კსივოზანია. სწორედ ამიტომ, სტატიაში მას უფრო დეტალურად გაგაცნობთ.
რა არის კსივოზანი და რისთვის ინიშნება ის?
კსივოზანი ახალი თაობის, სისტემური გამოყენების, ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც ალერგიული რეაქციით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად და მოსახსნელად ინიშნება. მედიკამენტის მთავარი აქტიური ნივთიერება ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდია, რომელიც სხვა ანტიჰისტამინებისგან იმით განსხვავდება, რომ არ იწვევს ძილიანობასა და მოთენთილობას. კსივოზანის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც სწორედ ეს არის — ის შესაძლებლობას გვაძლევს, ალერგიას შემაწუხებელი გვერდითი მოვლენების გარეშე ვუმკურნალოთ.
კსივოზანი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ გაწუხებთ:
● კანის ალერგიული დაავადებები, როგორებიცაა მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, იგივე ჭინჭირის ციება, ატოპიური დერმატიტი და ეგზემა
● ნებისმიერი გენეზისის გამონაყარი კანზე, რომელსაც შეიძლება ახლდეს ქავილი
● მზის ალერგია
● მწერის ნაკბენით, ან ვაქცინაციით გამოწვეული ალერგიული რეაქციები
● ალერგიული და ქრონიკული რინიტი და მისთვის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცემინება, ცხვირისა და თვალების ქავილი, ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება, ცრემლდენა, ცხვირის გაჭედვა, რინორეა, ანუ ცხვირიდან უხვი გამონადენი
● კონიუქტივიტით გამოწვეული კვინკეს შეშუპება
დაგჭირდებათ თუ არა ექიმის დანიშნულება?
კსივოზანი არ საჭიროებს სპეციალურ დანიშნულებას, თუმცა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სიფრთხილე მაინც მართებს. როგორც აღვნიშნეთ, მედიკამენტის მთავარი ინგრედიენტი ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდია, ის დამხმარე ნივთიერებად შეიცავს ლაქტოზასაც. ამიტომ, თუკი რომელიმე მათგანი ალერგიას გაძლევთ, გირჩევთ, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის ექიმს მიმართოთ.
კსივოზანის მიღებამდე ექიმთან გასაუბრება მიზანშეწონილია მაშინაც, თუ პაციენტს აღენიშნება შარდის ბუშტის დაცლის პრობლემა. ასევე, თუ მის მიღებას სხვა პრეპარატთან კომბინაციაში გეგმავთ. მეტი სიფრთხილე მართებთ ორსულსა და მეძუძურ ქალებსაც, ამიტომ, გირჩევთ, კსივოზანის მოხმარებამდე, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, რათა მან წინასწარ შეაფასოს თქვენი მდგომარეობა.
კსივოზანის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებმა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მედიკამენტი არ არის გამიზნული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კსივოზანი გამორჩეულია იმით, რომ არ იწვევს ძილიანობას, მოთენთილობას, დაღლილობასა და სხვა მსგავს სიმპტომებს. მაგრამ, მისი გადამეტებული დოზის მიღებისას, ან რომელიმე შემადგენელ ნივთიერებაზე მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა, პაციენტს გამოუვლინდეს რაიმე ტიპის მსუბუქი, ან ზომიერი გვერდითი მოვლენა.
რა დოზით უნდა მივიღოთ კსივოზანი?
როგორც წესი, მედიკამენტის დღიური რეკომენდებული დოზა ერთი 5 მგ-იანი ტაბლეტია, თუმცა დოზის შემცირება, შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
სივოზანის მიღება შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს — ჭამის წინ, ჭამის დროს, ან შემდგომ, რადგან საკვები მის ათვისებაზე გავლენას არ ახდენს. არ არის რეკომენდებული კსივოზანისა და ალკოჰოლის ერთდროულად მოხმარება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე კვლევებით არ დასტურდება, არსებობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მისი გავლენის შანსი.
კსივოზანს იმ ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეიძენთ, რომელსაც მედიკამენტით სმარტფარმი ამარაგებს. ფარმაცევტული კომპანია სმარტფარმი საერთაშორისო ფარმაცევტული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. მას ქართულ ბაზარზე ევროპული ხარისხის, თანამედროვე მედიკამენტები შემოაქვს. პრეპარატ "კსივოზანის" შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი გადადით ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები