ვოლვო ქარ კავკასია მესამე წელია Excellence Club-ის საუკეთესო დილერის სტატუსს ინარჩუნებს
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
ვოლვო ქარ კავკასია მესამე წელია Excellence Club-ის საუკეთესო დილერის სტატუსს ინარჩუნებს
ვოლვო ქარ კავკასია Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედეგები კომპანიის ოთხივე წარმომადგენლობის მიღწევების მიხედვით შეჯამდა. საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი - კომპანიამ დაამტკიცა, რომ ოთხივე ქვეყანაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ღონისძიება მაროკოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან საიმპერატორო ქალაქ მარაქეშში გაიმართა.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
რუსუდან გრძელიძე ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის მიღწევები და აღიარება, რომელიც მაროკოში მივიღეთ. ჩვენივე რეკორდი გავაუმჯობესეთ და Excellence Club-ის ჯილდო კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ. ბაზრის წილისა და გაყიდვების ზრდა, მომხმარებელზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სერვისი, სიახლეების დანერგვა და Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების შესრულება — შარშანდლის მსგავსად, წელსაც 30-მდე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოგვიწია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტი იყო კონკურენტების რაოდენობა.
ვოლვო ქარ კავკასია რეგიონული წარმომადგენლობაა და, შესაბამისად, ჩვენი კომპანიის წარმატება თითოეული ქვეყნის მიღწევებზეა დამოკიდებული. სირთულეები ყველა ქვეყანაში იყო, თუმცა ახალ, 2025 წელს საუკეთესო შედეგებითა და სამომავლო გეგმებით შევხვდით, რაც მაროკოში შეკრებილ Volvo Cars-ის წარმომადგენლებს სრულად გავუზიარეთ. ზედიზედ მესამედ Excellence Club-ის ჯილდოს მოპოვება, ცხადია, ჩვენი გუნდისა და რეგიონული პარტნიორების დამსახურებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ საუკეთესოს სტატუსი შევინარჩუნოთ".
Volvo Cars EMEA-ის პირველი დღე გამოცდილების გაზიარებას, ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბარს, მსოფლიო ტენდენციებსა და Volvo Cars-ის სამომავლო გეგმებს დაეთმო. მეორე დღე კი სრულად დაჯილდოების ცერემონიას მიეძღვნა. Volvo Cars EMEA-ს ღონისძიება მერვედ გაიმართა, აქედან სამჯერ ბიზნესკონფერენციის ფოკუსში სწორედ ვოლვო ქარ კავკასია იყო.
პოზიციების დათმობას ვოლვო ქარ კავკასია არც მიმდინარე, 2025 წელს აპირებს. უახლოეს გეგმებშია სამოდელო რიგის გაფართოება. მათ შორის არის EX90, ES90, განახლებული XC60, რომელიც ბაზრებს ეტაპობრივად მიეწოდება.
ზაფხულისთვის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის მოყვარულებს კიდევ ერთი სიახლე ელოდებათ. უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარე ულტრათანამედროვე შოურუმში მათ 7 მგზავრზე გათვლილი SUV, სრულად ელექტრული EX90 დახვდებათ.
ვითარდება წარმომადგენლობები მეზობელ ქვეყნებშიც. თბილისის შემდეგ Volvo Retail Experience კონცეფციით შოურუმი და მომსახურების ცენტრი იქნება ბაქოშიც. გახსნის ოფიციალური ცერემონია მაისში იგეგმება.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ვოლვო ქარ კავკასია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის, როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები