აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას — მოლაპარაკებების შედეგები ცნობილია
აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები დასრულდა — მხარეეები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა შეაქეს უკრაინელი ხალხის სიმამაცე საკუთარი ქვეყნის დაცვის საქმეში და დროა, დაიწყოს მუშაობა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
უკრაინულმა დელეგაციამ მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის, კონგრესისა და ხალხის მიმართ მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობისთვის. უკრაინამ ასევე გამოთქვა მზაობა, მოაწეროს ხელი დაუყოვნებლივ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შესაძლოა გაგრძელდეს — მისი ამოქმედება რუსეთის ფედერაციის თანხმობაზეა დამოკიდებული. რუსულ მხარეს აშშ დაეკონტაქტება.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ იმას, რომ აშშ დაუყოვნებლივ მოხსნის პაუზას უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ მიმართულებით სრულყოფილ თანამშრომლობას განაგრძობს.
დელეგაციებმა განიხილეს ჰუმანიტარული საკითხებიც, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ტყვეთა გაცვლისა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნების საკითხები.
ორივე დელეგაცია თანახმაა, დაასახელოს მოლაპარაკებაში ჩართული გუნდები და დაიწყოს მუშაობა მშვიდობაზე, რომელიც უკრაინას ხანგრძლივ უსაფრთხოებას მოუტანს. შეერთებული შტატები რუსეთის წარმომადგენლებთან კონკრეტული შეთავაზებების განსახილველად მზადაა. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პროცესში ევროპელი პარტნიორებიც უნდა იყონ ჩართული.
ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას უკრაინის კრიტიკული მინერალების რესურსების განვითარების შესახებ, აშშ-ის პარტნიორობით ქვეყნის ეკონომიკის გასაფართოვებლად და უკრაინის ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
"ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად", — განაცხადა მარკო რუბიომ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები