ინდონეზიელ ინფლუენსერს, რომელმაც იესო ქრისტეს თმის შეჭრა ურჩია, პატიმრობა მიესაჯა
ფოტო: TikTok
ინდონეზიელი ინფლუენსერი, რომელმაც ლაივ-სტრიმინგის დროს იესო ქრისტეს თმის შეჭრა ურჩია, ქრისტიანობის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს და ორი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამბავს Amnesty International და ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, რატუ ტალიზას, მუსლიმ ტრანსგენდერ ქალს, რომელსაც ტიკტოკზე 450 ათასამდე გამომწერი ჰყავს, ერთ-ერთი ლაივ-სტრიმის დროს მაყურებელმა ურჩია, "თმა შეეჭრა და კაცს დამსგავსებოდა". ამის შემდეგ, ტალიზამ სტრიმში იესო ქრისტეს სურათი აჩვენა და თქვა: "ქალს არ უნდა ჰგავდე. თმა უნდა შეიჭრა და მამამისს [კომენტარის ავტორის მამას] დაემსგავსო".
ლაივ-სტრიმის დასრულებიდან მალევე, ქრისტიანულმა ჯგუფებმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს და ინფლუენსერი "მკრეხელობაში" დაადანაშაულეს. პოლიციამ კი რამდენიმე დღეში ტალიზა დააკავა.
სასამართლოზე თქვეს, რომ ტიკტოკერის გაკეთებულმა კომენტარმა შეიძლება გავლენა იქონიოს "საზოგადოებრივ წესრიგსა და რელიგიურ იდილიაზე", ამდენად, ინფლუენსერს პატიმრობა და ჯარიმა შეეფარდა.
Amnesty International-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს. მათი თქმით, რელიგიური შუღლისა და დისკრიმინაციის გაღვივება უნდა იკრძალებოდეს, მაგრამ ტიკტოკერის კომენტარი ასეთ ქმედებად ვერ შეფასდება.
ინდონეზია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმური ქვეყანაა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 93 პროცენტი ისლამის მიმდევარია. ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში არაერთი ადამიანი დაადანაშაულეს "მკრეხელობაში". რელიგიური კონსერვატიზმის მომძლავრების ფონზე კი, უფლებადამცველი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ "მკრეხელობის" შემზღუდავი კანონი ხშირად გამოიყენება უმცირესობების წინააღმდეგ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები