Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოიფინება
ფოტო: თეგეტა
Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართული ხელოვანების ნამუშევრებს, გამოფენების სერიის ფარგლებში უმასპინძლებს. Bentley Exhibitions მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქართველ არტისტს წარადგენს. აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში დამთვალიერებლები აღმოაჩენენ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც Bentley-ს სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეხმიანება.
პირველ გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს გაიხსნება, ახალგაზრდა ხელოვანის, მაკო ლომაძის შემოქმედება გამოიფინება და ვიზიტორებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: “ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ბრენდისთვის ეს არის ერთგვარი გზა, აუდიტორიასთან ემოციური ურთიერთკავშირი მაღალი მატერიების გაზიარებით დაამყაროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის Bentley Exhibition-ის მეშვეობით თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები გაგვეცნო.
გამოფენების სერიის ფარგლებში, არტისტები თავიანთ შემოქმედებას გამოფენენ სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, რომელიც ბრენდის შოურუმში მოეწყობა. მომხმარებლისთვის ექსკლუზიური გამოცდილების გასაღრმავებლად შოურუმში ავტოინდუსტრიის ელემენტები და იმერსიული საგალერეო სივრცის სინთეზი შეიქმნება.
პირველი პერსონალური გამოფენა მაკო ლომაძის ნამუშევრებს დაეთმობა, რომლებიც თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალიზმით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას. Bentley Centre Tbilisi აუდიტორიისთვის სხვადასხვა ექსკლუზიური ტიპის ღონისძიებების გამართვას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს“.
მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა, რომელსაც "Point Nemo" ეწოდება, ბუნებისა და ხელოვნების შერწყმაა. გამოფენაზე სტუმრები ორ სერიას იხილავენ, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის თემატიკას მოიცავს. მაკო ლომაძე იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი შემოქმედებითი პროცესი საწყისს იღებს შინაგანი რეფლექსიიდან, ნამუშევრები კი მდიდარია სიმბოლიზმითა და საინტერესო ნარატივებით.
თითოეული ხელოვანის შემოქმედება, რომლებსაც Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ვიხილავთ, კონცეპტუალურად ბრენდის ხედვასთან არის დაკავშირებული. Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რომლებიც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს უკავშირდება.
ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში 2024 წელს გაიხსნა. შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერია იქნება. Bentley Exhibitions სერიის კურატორი სოფო კოლხიდაშვილია, ღონისძიების პარტნიორი — TBC Wealth Management.
“თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, “თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები