5 ყველაზე მოთხოვნადი კურსი საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
უწყვეტი განათლება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ცვალებად ბიზნეს ლანდშაფტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, უახლეს ინფორმაციასა და ექსპერტულ გამოცდილებაზე წვდომა სჭირდებათ.
სწორედ ამ მიზნით, 2018 წლიდან, საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს განაახლა, რომელიც ახლა უკვე ბიზნესების ერთიანი სივრცის — ბიზნეს 360-ის ნაწილია. პლატფორმა 60-მდე კურსსა და მასტერკლასს მოიცავს — ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, გაყიდვებისა და სხვა არაერთი თემატიკის გარშემო. ვიდეოლექციებს სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან.
გასულ წელს პლატფორმის დახმარებით 15 ათასზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ამ სტატიაში კი გიამბობთ 5 ყველაზე პოპულარულ კურსზე, რომლებიც არა მარტო გამოცდილ ბიზნესებს, არამედ, დამწყებ პროფესიონალებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაუწევს.
1. MS Excel-ის გამოყენება
ბიზნესკურსი MS Excel-ის შესახებ საინტერესოა ნებისმიერი ბიზნესისთვის, იმის მიუხედავად, თუ რა მასშტაბისაა ან რომელ ინდუსტრიაში ოპერირებს ის. MS Excel მჭიდროდ დაკავშირებულია კომპანიის იმიჯთან და ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას ამარტივებს.
კურსი დაგეხმარებათ, შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით; ისწავლით, როგორ დაამუშავოთ ბიზნესისთვის საჭირო მონაცემები და როგორ გამოიყენოთ წლიურად დაგროვილი მონაცემები ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი.
დარეგისტრირდით კურსზე MS Excel-ის გამოყენება, მარტივად ამ ბმულზე.
2. სარესტორნო ბიზნესის მართვა
ბიზნესკურსს სარესტორნო ბიზნესის მართვის შესახებ სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი უძღვება. ეს კურსი მათთვისაა, ვისაც სტუმართმასპინძლობის სექტორში ბიზნესის წამოწყება ან არსებული კომპანიის განვითარება სურს.
ვიდეოლექციებით გაიგებთ, რა განსაზღვრავს სარესტორნო ბიზნესის წარმატებას, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა ტიპის მენიუ უნდა შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის და სხვ.
გაიგეთ, როგორ მართოთ ან დაიწყოთ სარესტორნო ბიზნესი ამ ბმულიდან.
3. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა ბიზნესში დღითიდღე იზრდება. აღნიშნული კურსი სწორედ ამ საჭიროებების პასუხად შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს უკეთ გააცნობს.
კურსის ფარგლებში გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოციალური მედიისთვის კონტენტი, როგორ მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტურად და სხვ. კურსს უძღვება ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.
4. ბრენდინგი
ბრენდინგი ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, კომპანიებმა იცოდნენ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ბრენდის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიონ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, როგორ დაარქვან სახელი, რა დეტალები გაითვალისწინონ მისი დიზაინის შექმნისას და ა.შ. კურსს უძღვება ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ბრენდისა და ბრენდინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
5. მეღვინეობა
ბიზნესკურსის პლატფორმაზე შეხვდებით ისეთ ნიშურ კურსს, როგორიცაა მეღვინეობა. კურსი უშუალოდ მათთვისაა, ვისაც სურს, გამოსცადოს, რა შეუძლია ამ სფეროში, ან უკვე არის მეღვინე, მაგრამ სიახლეების აღმოჩენისკენ მიისწრაფვის.
კურსის ფარგლებში გაიგებთ დეტალებს ღვინის დაყენებისა და ჩამოსხმის სრული ციკლის შესახებ. კურსი მოამზადა კახა ჭოტიაშვილმა, ენოლოგმა, ღვინის სერტიფიცირებულმა ექსპერტმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა.
გაიარეთ მეღვინეობის ბიზნესკურსი ამ ბმულიდან.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რომლებსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები